საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: „ოთარ ფარცხალაძე ნასამართლევია“

1-irakli-garibaS-saz1საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. ოთარ ფარცხალაძე ნასამართლევია, მან სასჯელი გერმანიაში მოიხადა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “რუსთავი 2″-ის გადაცემა “პოზიციას” ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა.

მისივე განმარტებით, მთავარი პროკურორის ირგვლივ ატეხილი ხმაური გადაჭარბებულია.

“ფარცხალაძე არის ნასამართლევი. მან ეს სასჯელი მოიხადა გერმანიაში, თუმცა ხმაური, რომელიც ფარცხალაძის ირგვლივ არის ატეხილი, გადაჭარბებულია”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც “რუსთავი 2″-ის ეთერში დღეს საღამოს გავა.