პოლიტიკა
თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს პარლამენტში დღეს მეორე მოსმენით განიხილავენ

1-parliaento-pol-1საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. პარლამენტი დღეს თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავს. მეორე მოსმენამდე კი პარლამენტში კომიტეტის სხდომა გიმართა, სადაც პროექტის ძირითად მუხლებზე იმსჯელეს.

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო თვითმმართველობის კოდექსი. გვქონდა მრავალსაათიანი შეხვედრა თვითმმართველობის კომიტეტთან, სადაც მუხლობრივად განვიხილეთ მეორე მოსმენისთვის. ყველას ჰქონდა საშუალება, კონკრეტულ მუხლთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები გამოეხატა”, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობა კი ადგილობრივი თვითმმართველობის კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ეწინააღმდეგება.

დაჩქარება ამ პროცესის არის აბსოლუტურად უადგილო, რადგან ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია კოდექსთან დაკავშირებით. გარდა ამისა, როცა ვიხილავთ თვითმმართველობის საკითხებს და არ ვიცით, როგორი არის საარჩევნო სისტემა, შეუძლებელია ამაზე მსჯელობა. ჯერ კიდევ რჩება პროექტში ის ნორმა, რომელიც ითვალისწინებს არჩეული მერის საკრებულოს მიერ გადაყენებას. ეს არის პრობლემა”, – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, იზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა. კერძოდ, არსებულ 5 თვითმმართველ ქალაქს 7 თვითმმართველი ქალაქი - ზუგდიდი, ოზურგეთი, გორი, თელავი, მცხეთა და ახალციხე - დაემატება.