პოლიტიკა
დავით ზალკალიანი: „მომავალ წელს რუსეთის მხრიდან საქართველოზე სერიოზული ზეწოლა განხორციელდება“

1-davit-zalkaniani-pol-2საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. მომავალ წელს რუსეთის მხრიდან საქართველოზე, სავარაუდოდ, სერიოზული ზეწოლები განხორციელდება და ამისთვის ვემზადებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

სერიოზული ზეწოლები იქნება სავარაუდოდ და ამისთვის სერიოზულად ვემზადებით. ჩვენს პარტნიორებთან მუდმივი კონსულტაციის რეჟიმში ვართ, რათა არ მოხდეს ჩვენს საგარეო კურსსა და პრიორიტეტებთან მიმართებაში რაიმე გავლენა რუსეთის ფედერაციასთან მხრიდან”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის აზრით, რუსეთზე ქართული მხარის  ზემოქმედების ერთადერთი ბერკეტი "არის ის, რომ მოვახდინოთ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია, რათა მან გააკეთოს ძალიან მკაფიო გზავნილები რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში და საერთაშორისო თანამეგობრობამ მოსკოვთან ორმხრივ დიალოგში ეს საკითხი პრიორიტეტებში ასწიოს".
"რუსეთის დელეგაციას ჟენევაში თავის მართლების რეჟიმში უხდება გამოსვლა და ეს, რა თქმა უნდა, მას არავითარ შემთხვევაში არ აყენებს კომფორტულ მდგომარეობაში", - დასძინა ზალკალიანმა.