სამართალი
საქართველოს დაზვერვის სამსახურს დავით სუჯაშვილი უხელმძღვანელებს

1-sujaSvili-samart-3საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად დავით სუჯაშვილი დაინიშნა. პრემიერი ღარიბაშვილი დღეს დაზვერვის სამსახურის ყოფილ და ახალ უფროსებს შეხვდა.

მან მადლობა გადაუხადა გელა ბეჟუაშვილს გაწეული საქმიანობისთვის და წარმატება უსურვა დავით სუჯაშვილს საპასუხისმგებლო პოსტზე.

როგორც შეხვედრაზე პრემიერმა აღნიშნა, დაზვერვის სამსახურის განვითარება ქვეყნისთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 2014 წლიდან დაზვერვის სამსახურის ბიუჯეტი 3 მილიონი ლარით გაიზარდა, რაც სამსახურის ინფრასტრუქტურულ განვითარებას მოხმარდება.

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი 2012 წელს დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსად. 1999–2012 წლებში იგი  საქართველოს დაზვერვის სამსახურში მუშაობდა.