სამართალი
"მაშინ, როცა საზოგადოება ელოდება პასუხს, არის თუ არა მთავარი პროკურორი ყაჩაღობისა და ქურდობისთვის ნასამართლევი და ყველამ იცის, რომ არის, მაშინ, როცა მთავარი პროკურატურა მისი დაბადების თარიღს ვერ ადგენს და ყველამ იცის, რომ დიპლომი ნაყიდი აქვს, მთავარი პროკურორი ამ კვირაში 175 ათას ლარიან ლექსუსს ყიდულობს. ეს არის მართლა სითავხედის ზღვარს მიღმა“, - აცხადებს გოკა გაბაშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის განმარტებით კი, „მთავრობას მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომელიც უახლოეს პერიოდში გაჟღერდება - რა სტანდარტები და რა მარკის მანქანები ეყოლებათ მინისტრებს, მათ მოადგილეებს, დეპარტამენტის ხელმძღვანელებს. ვისაც შეძენილი აქვს მანქანა და ის სტანდარტებში არ ჩაჯდება, მოუწევს შეცვლა“.