საზოგადოება
ევროქართველები - ევროპის გასაკვირად: პრივილეგირებული პატიმრები ინტერნეტით სარგებლობენ და ამას მმართველი პარტიის „სახე“ და პარლამენტის წევრი მიესალმება!

1saz-3-elisoსაქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძე ტელეგადაცემაში დიდი პოლიტიკა განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილსა და ბაჩო ახალაიას ციხეში ხელი მიუწვდებათ ინტერნეტზე და რომ ეს ძალიან კარგია“, რადგან პატიმარს, ზოგადად, ჰუმანურად უნდა მოექცე, მაგრამ ეს ვერ მოხდებოდა, რომ არა „ქართული ოცნება“.

გადაცემის წამყვანის ინგა გრიგოლიას მხრიდან ორჯერ ზედიზედ დასმული შეკითხვის პასუხად ჩაფიძემ განაცხადა: „დიახ, მე მინახავს „ფეისბუქზე“ მათ მიერ გავრცელებული განცხადებები“.