საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის №296 ბრძანებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N255 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების“ მე–4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დაინიშნოს გიორგი თვაური საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსად.“