აშშ-ის ელჩი: აშშ-მა რუსეთში ხორცის შეტანის აკრძალვის გამო 5-6 მლრდ $ დაკარგა
საქართველო, 25 დეკემბერი,
საქინფორმი. აშშ-ის დანაკარგმა რუსეთში ხორცის შეტანის აკრძალვის გამო 5-6 მლრდ დოლარი შეადგინა აკრძალვის დაწესების მომენტიდან, - აცხადებს აშშ-ის ელჩი მოსკოვში
მაიკლ მაკფოლი გაზეთ „კომერსანტთან“ ინტერვიუში.
„ეს ჩვენთვის დიდი პრობლემაა. 5-6 მლრდ დოლარი დავკარგეთ აკრძალვის დაწესების მომენტიდან. ნებისმიერ შემთხვევაში დანაკლისი დიდია და აკრძალვა კვლავაც მოქმედებს“, - აღნიშნა მაკფოლმა და დასძინა, რომ აკრძალვის მოსახსნელად ძალისხმევას არ დაიშურებს.