უცხოეთი
მასმედია: მიშელ ობამა განქორწინებისთვის ემზადება

1gayra-ucxoeti-1საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. ამერიკის პრეზიდენტ ბარაქ ობამას ოჯახი შესაძლოა დაინგრეს - აშშ-ის პირველი ლედი მიშელ ობამა განქორწინებისთვის ემზადება.

გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიშელი განქორწინების პროცესის დეტალების განსახილველად ადვოკატებს შეხვდა.

მიმომხილველთა აზრით, წყვილს უკვე რამდენიმე წელია ურთიერთობაში კრიზისი აქვს, თუმცა მიშელისთვის ბოლო წვეთად იქცა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ექსპრეზიდენტ ნელსონ მანდელას დაკრძალვაზე ბარაქ ობამას საქციელი - პრეზიდენტმა აშკარა ფლირტი გააბა დანიის პრემიერ-მინისტრ ჰელე ტორნინგ-შმიტთან, შემდეგ კი მომხიბვლელ ქერა ქალბატონთან ფოტოც გადაიღო.