„საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ რეზონანსულ საქმეებზე გააქტიურებულმა გამოძიებამ, როგორც ჩანს, ჩვენი ოპონენტები "გაანაწყენა" და ისინი შეუდგნენ ბინძური ხრიკებით უწყების და პირადად ჩემს კომპრომეტირებას. მე თავს ვალდებულად ვთვლი, აღნიშნულ საკითხზე განცხადება მხოლოდ იმიტომ გავაკეთო, რომ დავაკმაყოფილო საზოგადოების მაღალი ინტერესი.
2000 წელს ნადვილად ვიმყოფებოდი გერმანიაში, სადაც ინციდენტი შემემთხვა გერმანიის პოლიციასთან. ინციდენტის ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლომ დამიდგინა პოლიციელთან შელაპარაკების ბრალეულობა.
მინდა განვაცხადო, რომ ამ ინციდენტს ჩემი ქვეყნიდან დეპორტი და სხვა იძულებითი ღონისძიებები არ მოჰყოლია, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ჩემს უდანაშაულობას. მას შემდეგ საქმიანი და პირადი ვიზიტით არაერთხელ ვიმყოფებოდი გერმანიაში და ქვეყანაში შესვლისა და მისი დატოვების დროს არანაირი სახის პრობლემა არ შემქმნია.
ამასთან, მცირე განმარტება მინდა გავაკეთო ჩემს განათლებასთან დაკავშირებითაც, დავასრულო ერთხელ და სამუდამოდ ამაზე საუბარი და წამოგიდგინოთ დიპლომის ასლი.
ასევე მინდა ვთხოვო ჩემს თანამოქალაქეებს ნუ აჰყვებიან საქართველოს პროკურატურის ინსტიტუციის წინააღმდეგ წარმოებულ ბინძურ კამპანიას".