რელიგია
საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი.
“დღეს მსოფლიო საქრისტიანოს დიდი ნაწილი შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ქრისტეს დაბადება არის დასაწყისი ევროპული ცივილიზაციის, სრულიად ახალი კულტურის, სამყაროს მიმართ ახალი დამოკიდებულების. მაცხოვრის შობა არის პირველ რიგში სიკეთის, ჰუმანიზმის დღესასწაული.
ვულოცავ ამ დღეს ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვისთვისაც 25 დეკემბერი დიდი დღესასწაულია! ვუსურვებ მათ ბედნიერებას, კეთილდღეობას და დიდ წარმატებას მშვიდობიან საქართველოში!
ირაკლი ღარიბაშვილი”