ოთარ ფარცხალაძის ყოფილი მეუღლის პასუხი “ნაციონალურ მოძრაობას”
საქართველო, 25 დეკემბერი,
საქინფორმი. გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ
ოთარ ფარცხალაძის ყოფილმა მეუღლემ
ნინო ასათიანმა “ნაციონალურ მოძრაობას” მიაწოდა ინფორმაცია მისი ნასამართლობის შესახებ. როგორც ფარცხალაძის ყოფილი მეუღლე აცხადებს, მან ეს ინფორმაცია
გიგი უგულავასგან მოისმინა. Mediamall.ge-ზე ერთ- ერთი ბლოგერის პოსტზე მან
დატოვა კომენტარი, სადაც უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას. მის კომენტარს მცირედი შემოკლებით გთავაზობთ.
„ნაციონალური მოძრაობის ზნედაცემული აქტივისტების ამ სტატიას მინდა გამოვეხმაურო და მოგახსენოთ, რომ ოთარ ფარცხალაძის ერთადერთი ყოფილი მეუღლე მე გახლავართ და მისი ორი შვილის დედა, გარდა ამისა, მისი თანაკლასელი და დღემდე ჩვენ მხოლოდ კარგი, მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს... აქედან გამომდინარე, მე ვერანაირად მოგაწვდიდით თქვენ რაიმე საბუთებს!! მითუმეტეს, იმასთან დაკავშირებით, რომ ოთარ ფარცხალაძე ნასამართლევია იმ მძიმე დანაშაულზე, რასაც "ყაჩაღური ქურდობა" ჰქვია, ამის შესახებ გუშინ პირველად გიგი უგულავას შეთხზული ინფორმაციიდან მოვისმინე... რაც შეეხება "ნაყიდ დიპლომს", საქართველოს ღია ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს, სადაც რექტორი გახლდათ კარლო ცქიტიშვილი, ჰყავს მრავალი სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები. ასე რომ, დიდ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს რამდენიმე იდენტური დიპლომის მოძიება სხვადასხვა გვარებით... თქვენი "მაკომპრომეტირებელი" ინფორმაციები თავიდან ბოლომდე ყალბია და შეთითხნილი იმ მდაბიო ადამიანების მიერ, ვინც ერის მოღალატეა!!!“, - წერს ფარცხალაძის ყოფილი მეუღლე.