საზოგადოება
ნინო ბურჯანაძე: „მძიმე დანაშაულისათვის გასამართლებულ ადამიანს არ აქვს არც მორალური და არც პოლიტიკური უფლება, ეკავოს მსგავსი თანამდებობა“

1nino-sazogadoeba-3საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე გუშინ საქართველოს მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საზოგადოებას არამარტო აინტერესებს, არამედ უფლებაც აქვს, მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია პროკურორის წარსულთან დაკავშირებით.

ადამიანს, რომელიც გასამართლებული იყო მძიმე დანაშაულისათვის, არ აქვს არც მორალური და არც პოლიტიკური უფლება, ეკავოს მსგავსი თანამდებობა.

ჩვენ გვაინტერესებს, იცოდა თუ არა იუსტიციის მინისტრმა და ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა ამ ფაქტის შესახებ და დაუმალა თუ არა ბატონმა პროკურორმა ამ ფაქტის თაობაზე შესაბამის თანამდებობის პირებს. იმ შემთხვევაში, თუ ეს ფაქტი დადასტურდება, დაუყოვნებლივ პროკურორი უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან და თუ ამავდროულად მან დამალა ეს ფაქტი თავისი წარსულიდან, მან ამისათვის პასუხიც უნდა აგოს და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს მან და მთელმა გუნდმა.

ჩვენ ვითხოვთ პასუხს, როგორია სინამდვილეში პროკურორის წარსული, ვითხოვთ პასუხს, რატომ დაინიშნა ასეთი წარსული მქონე ადამიანი ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში ჩვენ, რა თქმა უნდა, ველით იმას, რომ საუკეთესო შემთხვევაში თვითონ პროკურორი გადადგება ამ თანამდებობიდან, ხოლო არგადადგომის შემთხვევაში მას გადააყენებს მისი ზემდგომი თანამდებობის პირები“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.