სამართალი
მძღოლები ჯარიმას გადაურჩნენ

nagaviავტომანქანიდან ნარჩენების გადაყრისთვის ავტობუსის მძღოლს არ დააჯარიმებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტის განხილვისას საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია შეთანხმდა, იმ შემთხვევაში, თუ ნაგავი გადაგდებული იქნება ავტობუსიდან, პასუხისმგებლობა გავრცელდება არა მძღოლზე, არამედ ნაგვის გადამგდებზე.

 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტი პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით განიხილა, თუმცა კენჭი არ უყრია.

აღნიშნული პროექტით, ავტომანქანიდან ნაგვის გადაგდებისთვის მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება.