უცხოეთი
გარდაიცვალა მიხეილ კალაშნიკოვი

kalaSnikov-zar-2საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. კონსტრუქტორი მიხეილ კალაშნიკოვი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო უდმურტიის რესპუბლიკური კლინიკურ-სადიაგნოსტიკო ცენტრის რეანიმაციაში ორშაბათ დილას გადაიყვანეს. ცეცხლსასროლი იარაღის ლეგენდარული კონსტრუქტორი 95 წლისა გარდაიცვალა.

საავადმყოფოში კონსტრუქტორი 17 ნოემბერს მოხვდა, სადაც მას სამკურნალო-დიაგნოსტიკურ და სარეაბილიტაციო ღონისძიებებს უტარებდნენ. მაშინ ბატონი კალაშნიკოვის  მდგომარეობას ექიმები ახასიათებდნე, როგორც „სტაბილურს“. უდმურტიის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვოლკოვი აცხადებდა, რომ ოპერაციის შემდეგ კალაშნიკოვი მომჯობინებას იწყებდა.

ივნისში კონსტრუქტორი მოსკოვში, მანდრიკის სახელობის ცენტრალურ სამხედრო-კლინიკურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ელექტროკარდიოსტიმულატორი ჩაუყენეს, რის შემდეგაც იგი იჟევსკში დაბრუნდა.

ცეცხლსასროლი იარაღის კონსტრუქტრომა სახელი გაითქვა კალაშნიკოვის ავტომატის შექმნით, რომელსაც მსოფლიოს 100 ქვეყანაში იყენებენ და რომელიც საუკუნის თვალსაჩინო გამოგონებათა სიაში შედის. მიხეილ კალაშნიკოვს ორჯერ მიენიჭა რფ-ის გმირის და ამდენჯერვე - სოციალისტური შრომის გმირის წოდება.