საზოგადოება
„ისწავლე და ასწავლე“ ფლეთჩერთან ერთად...

tomasთომას ფლეთჩერი, რომელიც ზუგდიდის მეოთხე სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლის, ქართულ საინფორმაციო საშუალებებს დეზინფორმაციაში სდებს ბრალს და სასამართლოში უჩივის.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ქართულმა  გამოცემამ და  ერთ-ერთმა ტელევიზიამ გაავრცელეს ფლეთჩერის  ფოტოები, რომლებიც ბრიტანელმა მასწავლებელმა  facebook-ში  პირად გვერდზე განათავსა.

 ფოტოები გავრცელდა სახელწოდებით „თომასი და მისი მეგობრები სექსუალურ თამაშებში“.

აღნიშნულ საკითხს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფლეთჩერის ფოტოები გაყალბებულია.

’’ფაქტია, თომას ფლეთჩერი ჰომოსექსუალად მონათლეს. უცხოელი მასწავლებელი აპირებს სასამართლოში უჩივლოს დეზინფორმაციის გამავრცელებლებს. სამწუხაროდ, ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, ყველაფერს ტალახი ესროლონ. ეს ძალიან ცუდია“, - განაცხადა შაშკინმა.
მან  ფლეთჩერს ბოდიში პირადად მოუხადა  ამგვარი შეურაცხყოფისთვის.

ფლეთჩერი კი ამბობს, რომ ფოტოები facebook-ში, საკუთარ გვერზე, თვითონ ატვირთა. ჩვენ ვცადეთ ამ ფოტოების ნახვა, მაგრამ, როგორც ჩანს, ფლეთჩერმა საკუთარი გვერდი დაბლოკა.

შეგახსენებთ, რომ თომას ფლეთჩერი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორწლიანი პროგრამის „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში დიდი ბრიტანეთიდან ჩამოვიდა.