საზოგადოება
დავით ბაქრაძე: „მძიმე დანაშაულის ჩამდენს უფლება არ აქვს, მთავარი პროკურორის პოსტზე იყოს“

bakraZe-saz-3საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. ველოდები, რომ ბატონ ფარცხალაძეს ამ ფაქტის საბოლოოდ დაზუსტებამდე უფლებამოსილება შეუჩერდება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა დავით ბაქრაძე გიგი უგულავას მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

„მთავარ პროკურორთან დაკავშირებით ისედაც არსებობდა ძალიან ბევრი სერიოზული კითხვა... მაგრამ ის, რაც მოვისმინეთ გუშინ, სცილდება ყოველგვარ ფარგლებს. ყაჩაღობა და ქურდობა მიეკუთვნება ძალიან მძიმე დანაშაულის კატეგორიას. ეს არ არის შემთხვევითი დანაშაული, რომელიც შეიძლება ადამიანს მოუვიდეს, მაგალითად, ავტოავარია. ეს არის მძიმე დანაშაული, რომლის ჩამდენსაც არავითარი პოლიტიკური, სამართლებრივი და, გნებავთ, მორალური უფლება არ აქვს, იყოს მთავარი პროკურორის პოსტზე. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ მთავრობა ამ საკითხს შეხედავს სახელმწიფოებრივად და ველოდები, რომ ბატონ ფარცხალაძეს ამ ფაქტის საბოლოოდ დაზუსტებამდე შეუჩერდება უფლებამოსილება, ხოლო თუ ეს ფაქტი დადასტურდა, ველოდები, რომ ეს ადამიანი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.