უკრაინამ სააკაშვილი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა
საქართველო, 24 დეკემბერი,
საქინფორმი. უკრაინამ
მიხეილ სააკაშვილი პერსონა ნონ-გრატად ოფიციალურად გამოაცხადა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და უსაფრთხოების სამსახურმა პარტია „რეგიონების“ წევრი
ოლეგ ცარევის მოთხოვნა დააკმაყოფილეს და 36 პირისთვის უკრაინაში შესვლის აკრძალვის ბრძანება გასცეს.
ე.წ. შავ სიაში საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს 29 მოქალაქე, ასევე ევროკავშირისა და აშშ-ის მოქალაქეები შედიან. ისინი უკრაინის ოპოზიციისთვის ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით კონსულტაციების გაწევაში არიან ეჭვმიტანილი.