სამართალი
საია მთავარი პროკურორის ნასამართლობის შესახებ ინფორმირებული იყო

saia-samart-1საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს მთავარი პროკურორის ნასამართლობის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ინფორმირებული იყო. ამის შესახებ საიას თავმჯდომარე კახა კოორიძემ განაცხადა.

"ჩვენ ამის შესახებ არ ვსაუბრობდით ხმამაღლა, რადგან გადამოწმებული სახით ეს ინფორმაცია არ გვქონდა. გადაუმოწმებლად ამ ინფორმაციის თქმა ქვეყნის იმიჯზე დადებითად არ იმოქმედებდა. დანარჩენ ინფორმაციას, რაც ჩვენ გვქონდა, ალბათ ხვალ გავაჟღერებთ", - განაცხადა გუშინ კოჟორიძემ და აღნიშნა, რომ ინფორმაციის გადასამოწმებლად ორგანიზაციას გერმანული მხარისთვის ოფიციალურად არ მიუმართავს. მისივე განმარტებით, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაშიც ფარცხალაძეს მთავარი პროკურორის თანამდებობის დაკავება არ ეკრძალება, რადგან შესაძლოა, დანაშაულის ჩადენის მომენტიდან 12 წელი იყოს გასული.