პოლიტიკა
სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის სხდომა გაიმართა

goskancelaria-pol-2საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. სხდომას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უძღვება. კომისიის წევრებმა განიხილეს წლიური ეროვნული პროგრამის ნატოს მიერ მომზადებული შეფასების დოკუმენტი.  ასევე განისაზღვრა მომავალი წლის ეროვნული პროგრამის პრიორიტეტები და დიდ ბრიტანეთში დაგეგმილ ნატოს სამიტზე საქართველოსთვის სასურველი შედეგების მიღწევის მიზნით მოსამზადებელი სამუშაოები.

როგორც ნატოს მიერ მომზადებული შეფასების დოკუმენტის განხილვისას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა აღნიშნა, მთავრობის მიერ შესრულებული წლიური სამოქმედო გეგმა ნატოს მიერ შეფასდა, როგორც ყველაზე კარგი გასული ხუთი წლის განმავლობაში.