აქტუალური
ქართველი სამხედროები სამშობლოში ბრუნდებიან

samSobloSi-akt-1საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის 295 სამხედრო მოსამსახურეს ალექსეევკის აეროპორტში დახვდნენ.

ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედროებმა ISAF-ის მისია ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ჰელმანდის პროვინციაში შეასრულეს. ბატალიონის მთავარი ამოცანა ოპერაციის რაიონში ამბოხებულთა ძალების გაუვნებლება, ადგილობრივი მთავრობისა და ეროვნული უსაფრთხოების ძალების განვითარების მხარდაჭერა, უსაფრთხოების ზონების კონტროლი და აშშ-ის საზღვაო ქვეითებთან თანამშრომლობა იყო.

„მინდა თითოეულ მათგანს გადავუხადო დიდი მადლობა. მათი ძალისხმევა ძალზე დაფასებულია ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მიერ. ასევე მინდა მივულოცო მათ ოჯახებს, მათ ახლობლებს ჩვენი ბიჭების შინ მშვიდობით დაბრუნება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა. გენერალური შტაბის უფროსის ვახტანგ კაპანაძის თქმით, სამხედრო მოსამსახურეთა როტაციით ჩანაცვლებისთვის კიდევ ორი ბატალიონი ემზადება.