უცხოეთი
საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Standart&Poor’s-მა ევროკავშირის ხანგრძლივვადიანი რეიტინგი უმაღლესი AAA-დან AA+-მდე, პროგნოზ „სტაბილურამდე“დასწია.
„რეიტინგის დაწევა ასახავს ჩვენს თვალსაზრისს ევროკავშირის წევრი 28 სახელმწიფოს კრედიტუნარიანობის ზოგად შემცირებაზე. ვვარაუდობთ, რომ ევროკავშირის საფინანსო პროფილი გაუარესდა და მასში შემავალი სახელმწიფოების ერთიანობა დასუსტდა“, - ნათქვამია S&P-ს განცხადებაში.„ჩვენ საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, მალტის, სლოვენიისა და კვიპროსის რეიტინგები დავწიეთ, ხოლო 29 ნოემბერს - ნიდერლანდების, ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის, რომელსაც უმაღლესი რეიტინგი ჰქონდა“, - იუწყება სააგენტო.
ჯერჯერობით უმაღლესი რეიტინგი რჩება ევროკავშირის 6 წევრ სახელმწიფოს: გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, დანიას, შვედეთს, ფინეთსა და ლუქსემბურგს.