სამართალი
„თბილისის მერი არჩეულია საყოველთაოდ, პირდაპირი არჩევნების გზით. იგი თანამდებობაზე გამწესებულია ხალხის გადაწყვეტილებით. ჩვენთვის გაურკვეველია, თუ როგორ უნდა მოხდეს თბილისის მერის გადაყენება. უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება თუ საერთოდ უნდა ჩამოშორდეს თანამდებობას. სავარაუდოდ, ეს გაურკვეველი იყო, მათ შორის, მოსამართლისთვისაც", - აღნიშნა აბესაძემ და დასძინა, რომ გადაწყვეტილების აღსრულებამდე თბილისის მერი ფორმალურად თანამდებობაზე რჩება.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ გიგი უგულავას თბილისის საქალაქო სასამართლომ 22 დეკემბრის ღამეს უფლებამოსილება შეუჩერა.
უფლებაშეჩერებული მერი კი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს და სასამართლოს გადაწყვეტილებას სტალინის მიერ მოლოტოვის გადაყენებას ადარებს.