სამართალი
NDI: ღარიბაშვილი - 56%, ივანიშვილი - 74%, მარგველაშვილი - 72%

logo-ndiსაქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო კვლევის მიხედვით, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი რეიტინგი გაიზარდა, ის გამოკითხულთა 74%-ს მოსწონს,  ხოლო 11%-ს არ მოსწონს.

NDI-ს კვლევის მიხედვით, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გამოკითხულთა 56%-ს მოსწონს, 21%-ს არ მოსწონს.

გაიზარდა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის რეიტინგიც. ქვეყნის პირველი პირი, ნოემბრის გამოკითხვით, 72%-ს მოსწონს, 9%-ს კი არ მოსწონს.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 65%-ს მოსწონს, 15%-ს არ მოსწონს. მის საქმიანობას "ძალიან კარგად" აფასებს 6%, "კარგად" - 35%, "საშუალოდ" - 39%.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის საქმიანობას "ძალიან კარგად" აფასებს 6%, "კარგად" - 19%. ბაქრაძე მოსწონს გამოკითხულთა 48%-ს და არ მოსწონს 35%-ს.

თბილისის მერის გიგი უგულავას საქმიანობას 3% "ძალიან კარგად", 11% - "კარგად", 33% კი "საშუალოდ" აფასებს. ამასთან, გამოკითხულთა 26%-ს მოსწონს გიგი უგულავა, ხოლო 54%-ს არ მოსწონს.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-27 ნოემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით 3 915 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს გზით წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა.