საზოგადოება
ისრაელმა საბაჟო კავშირში შესასვლელად მზადება დაიწყო

liberman-obS-2-an-2საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. იერუსალიმმა მკვეთრი პოლიტიკური ბრუნი გააკეთა და სრულიად სერიოზულად ალაპარაკდა საბაჟო კავშირზე. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა განაცხადა, რომ 2014 წელს შემუშავებული და ხელმოწერილი იქნება შეთანხმება უბაჟო ვაჭრობის ზონის შექმნის შესახებ ისრაელს, რუსეთსა და საბაჟო კავშირში შემავალ კიდევ ორ ქვეყანას - ყაზახეთსა და ბელორუსიას შორის. ამის შესახებ პოლიტიკოსმა თავის Facebook-ის გვერდზე დაწერა.

ლიბერმანმა, აგრეთვე, აღნიშნა, რომ ერთიანი სავაჭრო სივრცის, თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამ იმის სიგნალი მისცა ბიზნეს-საზოგადოებას, რომ რუსეთსა და ისრაელს შორის პარტნიორულ ურთიერთობას  ზემოთ ძალზე დადებითად განიხილავენ, რამდენადაც თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერა პოლიტიკური ურთიერთობის გარკვეულ მაღალ დონეს ასახავს.

liberan-obS-2-2