პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: “ევროპული ოცნება”

Arno-pol-1red-1საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. ეს არის მე-5 და დასკვნითი პუბლიკაცია მასალების სერიაში, რომლებშიც საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი პარალელებს ავლებს საქართველოსა და უკრაინას შორის, აანალიზებს რა ევროკავშირში მათი შესვლის პერსპექტივებსა და შედეგებს. მაშ ასე:

2013 წლის 29 ნოემბერს საქართველომ და მოლდოვამ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების სამიტზე ვილნიუსში ევროკავშირთან ასოციაციის შეთანხმების პარაფირება მოახდინეს, რომლის ხელმოწერას ერთი წლის შემდეგ - 2014 წლის ნოემბერში აპირებდნენ. იმავე სამიტზე უკრაინამ, რომელმაც ევროკავშირთან ასოციაციის შეთანხმების პარაფირება ჯერ კიდევ 2012 წლის მარტში მოახდინა, მის ხელმოწერაზე უარი თქვა, სანამ მისთვის მომგებიან პირობებს არ მიიღებს.

სამაგიეროდ 2013 წლის 17 დეკემბერს, რუსეთ-უკრაინის სახელმწიფოთაშორისი კომისიის VI სხდომაზე რუსეთმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს 14 შეთანხმებას, რომლებითაც რუსეთმა უკრაინა გაკოტრებისგან იხსნა: ბუნებრივი აირის ფასი უკრაინისთვის 400 დოლარით შემცირდა - 285,5 დოლარამდე 1000 კუბ.მ-ზე; უკრაინას 15 მლრდ დოლარის კრედიტი გამოუყო, განათავსა რა უკრაინულ ფასიან ქაღალდებში 495 მლრდ რუბლი; ხელი მოაწერა რფ-სა და უკრაინას შორის სავაჭრო შეზღუდვების რეგულირების სამოქმედო გეგმას 2013-2014 წლებისათვის.

2 დღის შემდეგ - 2013 წლის 19 დეკემბერს ევროკავშირი, რომელმაც, ამგვარად, “აღმოსავლეთ პარტნიორობის” 6 ქვეყნიდან უკვე 4 გაუშვა ხელიდან (უკრაინა, ბელორუსია, სომხეთი და აზერბაიჯანი, და მხოლოდ საქართველოსა და მოლდოვას ამარა დარჩა), საბოლოოდ შეაშინა რფ-ის პრეზიდენტმა ვ.ვ. პუტინმა, რომელმაც პრესკონფერენციაზე განაცხადა: “ჩვენ ვხედავთ სიგნალებს, რომლებსაც გადმოსცემს საქართველოს მთავრობა... განვითარებაში სიტუაციის ხედვიდან გამომდინარე, სავსებით შეგვიძლია წავიდეთ უვიზო რეჟიმის დაბრუნებაზე. ეს კარგი ნაბიჯი იქნებოდა ურთიერთობის ნორმალიზებისკენ”, რითაც, პრაქტიკულად, საქართველოს, უკრაინის კვალდაკვალ, რუსეთთან და საბაჟო (ევრაზიულ) კავშირთან პარტნიორობა შესთავაზა.

ხოლო მეორე დღეს - 2013 წლის 20 დეკემბერს პუტინმა ხოდორკოვსკი შეიწყალა, ამიტომ ბავშვებში გეი-პროპაგანდის ამკრძალავი კანონის გარდა, დასავლეთს რუსეთისთვის “წასაყენებელი” დღეს არაფერი დარჩა.

და აქ ევროატლანტიკურმა ნერვებმა ვერ გაუძლო - იმავე დღეს, 2013 წლის 20 დეკემბერს, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ შეთანხმებებს საქართველოსა და მოლდოვას ასოციაციის შესახებ ევროკავშირთან უკვე 2014 წლის აგვისტოში მოეწერება ხელი (ანუ, სავარაუდო თარიღამდე 3 თვით ადრე): “ჩვენ ამ ქვეყნების მხარეს ვართ იმ არჩევანში, რომელსაც ისინი გააკეთებენ და რომელიც მზად ვართ დავაჩქაროთ - შეთანხმებას, ყველაზე გვიან, აგვისტოს ბოლომდე მოვაწეროთ ხელი”.

საქმე ის გახლავთ, რომ 2014 წლის ნოემბერში გაიმართება საპარლამენტო არჩევნები მოლდოვაში, სადაც, სავარაუდოდ, კომუნისტები გაიმარჯვებენ, რომლებიც დაბლოკავენ მოლდოვას ევროკავშირთან ასოციაციის შესახებ შეთანხმების ხელმოწერასაც და მის შემდგომ რატიფიკაციასაც. ამიტომ ევროკავშირმა მოლდოვასთან ასოციაციის შესახებ შეთანხმებას „ყველა გვიან აგვისტოს ბოლომდე“ უნდა მოაწეროს ხელი, რათა პარლამენტის ძველმა შემადგენლობამ მისი რატიფიცირება მოასწროს!

ამასობაში კი ისრაელმა საბაჟო (ევრაზიულ) კავშირში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა თავის გვერდზე „Facebook”-ში განაცხადა, რომ 2014 წელს შემუშავდება და ხელი მოეწერება შეთანხმებას უბაჟო ვაჭრობის ზონის შექმნაზე ისრაელს, რუსეთსა და საბაჟო კავშირის კიდევ ორ ქვეყანას - ყაზახეთსა და ბელორუსიას შორის...

P.S. პატივცემულო მკითხველო! ეს კიდევ ერთი მაგალითია, როდესაც ლამაზი ლეგენდები „სიყვარულზე“ დემოკრატიის პრინციპებისადმი, რომლებსაც დასავლეთი ჩვენ, “ევროაპლიკანტებს“ გვკარნახობს, სინამდვილეში ბლეფი აღმოჩნდება, როგორც კი საქმე ევროატლანტიკურ ინტერესებზე მიდგება. დღეს საქართველოში, როგორც გუშინ, “დემოკრატიის შუქურა” სააკაშვილის დროს, “რატომღაც” ათასზე მეტმა პატიმარმა ისევ შიმშილობს, რასაც “რომით დამთვრალი” რომპეი ჯიუტად “ვერ ხედავს”. სამაგიეროდ იმავე დღეს - 2013 წლის 20 დეკემბერს - აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ, რომელმაც საქართველოში სოციოლოგიურ გამოკითხვებზე კარგი „ნავარი მოხსნა“, განაცხადა, რომ “საქართველოს მცხოვრებთა 70% რუსეთს საფრთხედ მიიჩნევს”.

ხოლო იმავე NDI-ს სოცგამოკითხვების მიხედვით, რომლებიც სხვა არაფერია, თუ არა ვაშინგტონის საოლქო კომიტეტის დირექტივები, ლიდერთა ხუთეულში კვლავაც “ნაცანალური მოძრაობა” და მისი მესვეურები არიან, რესპუბლიკელ წყვილ უსუფაშვილ-ხიდაშელთან ერთად, რომლებმაც ზოგიერთი რეიტინგით გაასწრეს კიდეც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს - ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენაზე პასუხისმგებელ ერთადერთ პიროვნებას, რომლისაც ხალხს სჯერა...

ამ თემაზე, აგრეთვე, წაიკითხეთ:

არნო ხიდირბეგიშვილი: “ბიძინა ივანიშვილმა მთელ საქართველოს მიტინგზე უნდა დაუძახოს და ხალხს სიმართლე უთხრას “ევროპულ ოცნებაზე”, როგორც უკრაინის პრემიერმა ნიკოლაი აზაროვმა გააკეთა!"

არნო ხიდირბეგიშვილი: “რუსეთი ოკუპანტი არ არის! საქართველო არა მარტო საბოლოოდ დაკარგავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, არამედ სამცხე-ჯავახეთს, სამეგრელოს, ქვემო ქართლსა და აჭარასაც”

არნო ხიდირბეგიშვილი: “მუსიკა ვილნიუსში პირადად ფანჯიკიძემ შეუკვეთა! ევროკავშირთან დაახლოებით საქართველო აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს დაშორდა. საქართველოს ევროკავშირთან შეთანხმების პარაფირების საკითხი ვაშინგტონში გადაწყდა და არა თბილისში”

“სამიტი ქართული ელიტისათვის: საქართველო ევროკავშირთან ასოცირებით მხოლოდ ვალდებულებებს იძენს უფლებების გარეშე!” - საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა გაზეთ “Каспiй”-ს ვილნიუსის სამიტის შესახებ მოუთხრო