პუბლიკაციები
საქართველო ევროპაში მიდის: “ევროკავშირმა ხელი უნდა შეუწყოს 2008 წლის ტრაგედიაში დამნაშავეთა გამოვლენას და დასჯას; ხელი შეუწყოს სააკაშვილის მმართველობის პერიოდში პოლიტიკური რეპრესიების და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულთა ფაქტების გამოძიებას”

1-an-1-pol-1-ECსაქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების ასოციაცია ევროკავშირთან ჰუმანიტარული კატასტროფის მიზეზი  არ უნდა გახდეს!” - ქვემოთ მოყვანილი მემორანდუმი შედგენილია “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების და ევროკავშირის ხელმძღვანელობისთვის იმ მიზნით, რომ ყურადღება მიექცეს არსებით ჰუმანიტარულ პრობლემებს და პრობლემებს ადამიანის უფლებათა სფეროში, რომლებიც ევროპული ინტეგრაციის “ჩარჩოებს მიღმა” არ უნდა დარჩეს.

ბალტიის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯგუფის ორგკომიტეტის მემორანდუმი ევროპაში უსაფრთხოების შესახებ ჰელსინკის თათბირის დასკვნითი აქტის შესრულების მხარდასაჭერად

შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ 2004 წლის 1 მაისს შემდგარმა ევროკავშირის გაფართოებამ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებზე - ლატვიაზე, ესტონეთსა და ლიტვაზე - არა მარტო არ გადაჭრა ამ რეგიონში ადამიანის უფლებებთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები, არამედ ამ ქვეყნებში ჰუმანიტარული სიტუაციის არსებითი გაუარესების მიზეზი გახდა. ევროკავშირის ქვეყნების გეოპოლიტიკური ინტერესები ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრების პროცესში ევროპული ფასეულობების და ევროკავშირის ნორმების ცინიკური შელახვის მიზეზი გახდა.

ევროკავშირმა, რომელიც სიტყვებით გმობს ლატვიისა და ესტონეთის ეთნიკური უმცირესობების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მოქალაქეობის წართმევას, უარი თქვა ამ პრობლემის გადაჭრაზე როგორც ამ ქვეყნების ევროკავშირში შესვლის პროცესში, ისე მას შემდეგ, რაც ისინი ევროკავშირის წევრები გახდნენ. ფაქტობრივად ევროკავშირმა სოლიდარობა გამოავლინა ეკ-ს მცხოვრებთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევისადმი.

ყბადაღებული “ევროპული სოლიდარობა” ევროკავშირის მხრიდან ლატვიაში, ლიტვასა და ესტონეთში ეთნიკური დისკრიმინაციის ფაქტებისადმი მიმნებებლობის მიზეზი გახდა. ევროკავშირის სრულფასოვანი წევრების სტატუსის მიუხედავად, ამ ქვეყნებმა რატიფიცირება არ მოახდინეს (ან მოახდინეს არსებითი შენიშვნებით) გაეროს, ევროპის საბჭოს და ეუთოს ბევრი საერთაშორისო დოკუმენტისა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის თავიდან აცილების შესახებ.

ლატვიაში, ლიტვასა და ესტონეთში დღემდე გრძელდება ეგრეთ წოდებული “უცხოტომელების” ძალადობრივი ასიმილაცია, რომლებიც სინამდვილეში ისტორიულად ჩამოყალიბებული ეროვნული უმცირესობები არიან. ეროვნული უმცირესობების ძალადობრივი ასიმილაციის სახელმწიფო პოლიტიკის არსებობა მდგომარეობს ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლის თანხმობის გარეშე მისი სახელის, გვარის შეცვლის ფაქტებში სატიტულო ერების ენის გამოთქმისა და წერის ნორმების თანახმად, რაც გაეროს შესაბამისი კონვენციებით აკრძალულია. აგრეთვე ეროვნული უმცირესობების ენებზე სწავლების შეზღუდვას, მათ შორის მათი კომპაქტურად დასახლების ადგილებში. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ამ ქვეყნების ევროკავშირში შესვლის შემდეგ ეს პროცესი მხოლოდ გაძლიერდა.

ერთობლივად ეს ფაქტორები ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს შესაძლებლობას ართმევს, თავიანთი უფლებები კანონიერი მეთოდებით განახორციელონ და დაიცვან, რამაც არაერთხელ გამოიწვია მასობრივი პროტესტი და ქუჩის არეულობები, და როგორც შედეგი - ამ ქვეყნებში და მთლიანად ევროკავშირში უსაფრთხოების შესუსტება.

ყურადღებას მივაპყრობთ იმას, რომ პირთა შორის, რომლებსაც ლატვიასა და ესტონეთში სამოქალაქო უფლებები ჩამოართვეს და აგრეთვე ძალადობრივ ასიმილიციას და ეთნიკური ნიშნით დიკრიმინაციას უწევდნენ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან ჩამოსულთა მნიშვნელოვანი რაოდენობაა. პირველ რიგში ეს ეხება, როგორც იუწყებოდა წარმომადგენლობითი ორგანიზაცია კონგრესი  თავის მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩისადმი, ლატვიის არა მოქალაქეებს, ეთნიკურ უკრაინელებს.

ევროკავშირში აღმოსავლეთ ევროპიდან ჩამოსულთა დისკრიმინაციის ეს ფაქტები ჩრდილს აყენებს ევროკავშირის განზრახვების გულწრფელობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ხალხებთან ინტეგრაციის თაობაზე.

თუკი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სიტუაციას შევეხებით, აუცილებელია აღინიშნოს, რომ იქ ისტორიულად არსებობს სხვადასხვა ხალხისა და ენების ტრადიციული გადაჯაჭვა. გარდა ამისა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებობს მოუგვარებელი ტერიტორიული და ეთნიკური კონფლიქტები. ასევე არსებობს სერიოზული შენიშვნები ამ ქვეყნების მიმართ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სფეროში. სიტუაციას ის ამძიმებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირთან ასოციაციის იდეას მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მხარს არ უჭერს. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ამ სახელმწიფოების ევროკავშირთან ასოციაცია, რომელიც მხოლოდ პრაგმატულ ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ პრინციპებს დაემყარება, ინტეგრაციის მსვლელობისას ჰელსინკის თათბირის მიერ საფუძველჩაყრილი და დასკვნით აქტში დაფიქსირებული ევროპული ფასეულობების განმტკიცების გარეშე, შესაძლოა ამ რეგიონში დაპირისპირების და ჰუმანიტარული კატასტროფის კატალიზატორი გახდეს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ასოციაცია ევროკავშირთან არ უნდა გახდეს “ინდულგენცია”, რომელიც ადამიანის და ეროვნული უმცირესობების უფლებების დარღვევის უფლებას მისცემს, როგორც ევროკავშირში ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის მიღების შემთხვევაში მოხდა.

ამასთან დაკავშირებით ყველაზე საჭირბოროტოდ, ევროპაში უსაფრთხოების შენარჩუნების თვალსაზრისით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირთან ინტეგრაციის მსვლელობისას მიგვაჩნია შემდეგი პრობლემები:

უკრაინა

უკრაინამ ევროკავშირთან ინტეგრაციისას უნდა წამოსწიოს საკითხი ევროკავშირის რიგ ქვეყნებში (ლატვია, ლიტვა და ესტონეთი) ეთნიკური უკრაინელების დისკრიმინაციის შესახებ და მიაღწიოს მათი პოლიტიკური და ეთნიკური უფლებების და თავისუფლებების დაცვას. ევროკავშირი უნდა მიესალმოს უკრაინის კანონმდებლობაში ენების ევროპული ქარტიის ტრანსპონირებას და შეისწავლოს უკრაინული ენის საკანონმდებლო პრაქტიკა, როგორც მოდელი ევროკავშირის მრავალეროვან სახელმწიფოებში რეალიზაციისთვის.

უკრაინამ უნდა შეწყვიტოს ოპოზიციური პოლიტიკოსების პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის და მათთვის თავისუფლების აღკვეთის პრაქტიკა. ევროკავშირმა უნდა მიაღწიოს ციხეში მყოფი პოლიტიკური პატიმრების იულია ტიმოშენკოს (“ბატკოვშჩინა”) და იგორ მარკოვის (პარტია “როდინას” ლიდერი) გათავისუფლებას.

საქართველო

ევროკავშირმა ხელი უნდა შეუწყოს 2008 წლის ტრაგედიაში დამნაშავეთა გამოვლენას. მან ასევე ხელი უნდა შეუწყოს რიგი ქართველი პოლიტიკოსების საჩივრების გამოძიებას მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში პოლიტიკური რეპრესიების და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულთა ფაქტებთან დაკავშირებით.

მოლდოვა

ევროკავშირთან ასოციაციის პროცესში მოლდოვამ უნდა დაადასტუროს ევროპაში საზღვრების ურღვევობის და ხალხის თვითგამორკვევის უფლების პრინციპებისადმი ერთგულება. მოლდოვამ აუცილებლად უნდა აღიაროს დნესტრისპირეთის უფლება ავტონომიაზე და თვითგამორკვევის უფლება მოლდოვას სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის ტრანსფორმაციის ან ნებაყოფლობით ლიკვიდაციის შემთხვევაში.

მოლდოვამ უნდა შეწყვიტოს “რუმინიზაციის” მცდელობები ისტორიულად ჩამოყალიბებული ეროვნული უმცირესობების კომპაქტურად დასახლების ადგილებში,

მოლდოვამ უნდა შეწყვიტოს ევროპისკენ მოლდოვას სვლის მოწინააღმდეგეთა პოლიტიკური რეპრესიებით ევროპული ინტეგრაციის დისკრედიტაცია (იხ. ტულიანცევის საქმე და სხვ).

ევროკავშირი

თავის ორბიტაზე აღმოსავლეთ ევროპის მრავალეროვანი სახელმწიფოების მოზიდვით ევროკავშირმა თავისი შიდა დაძაბულობის კერები უნდა ჩააქროს, პირველ რიგში ისინი, რომლებიც ენობრივი და ეთნიკური დისკრიმინაციის პრობლემებს, აგრეთვე “უმოქალაქობის” პრაქტიკას უკავშირდება. ევროპაში ინტეგრაციის “ბალტიური მოდელის” აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე გავრცელება აუცილებლად გამოიწვევს უსაფრთხოების ზოგადევროპული სისტემის ნგრევას და ევროკავშირმა ამ რისკებზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს, ყველა ღონე იხმაროს მათი მინიმალიზაციისათვის.

ყოველივე ზემოთქმულთან დაკავშირებით ჩვენს მემორანდუმს ვუგზავნით ევროსაბჭოს თავმჯდომარეს ჰერმან ვან რომპეის, უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს, მოლდოვის პრეზიდენტ ნიკოლაე ტიმოფტის და საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს

“ჰელსინკი პლუსის” ორგკომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ გაპონენკო

28.11.2013

ცნობისათვის: არამოქალაქეები ესტონეთსა და ლატვიაში 90-იან წლებში საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად გაჩნდნენ. არამოქალაქეები - პირები, რომლებიც ამ ქვეყნებში 1940-დან 1989 წლის ჩათვლით ცხოვრობდნენ და სსრკ-ის მოქალაქეები იყვნენ, და რომლებმაც მისი დაშლის შემდეგ არცერთი აღიარებული მოქალაქეობა არ მიიღეს, ასევე მათი მოქალაქეობის არმქონე შვილები. მათ განსაკუთრებული უფლებრივი სტატუსი აქვთ, ექვემდებარებიან იმ ქვეყნებისგან დიპლომატიურ დაცვას, რომლებშიც საზღვარგარეთ ყოფნისას ცხოვრობენ, თუმცა მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არა აქვთ.