პუბლიკაციები
საქართველო ევროპაში მიდის: “ევროკავშირის მოთხოვნით, საბერძნეთში დღეს თითქმის არ არსებობს მებამბეობა და გემთმშენებლობა, ხოლო გლეხებმა ვენახები გაჩეხეს და ხელი მოაწერეს პირობას - სამუდამოდ თქვან უარი ყურძნისა და ზეთისხილის მოყვანაზე!”

an-11-pravo-2საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. საბერძნეთში ბევრი დარწმუნებულია, რომ ახლანდელი ეკონომიკური კრიზისის წინაპირობებად იქცა რეფორმები, რომლებიც ევროკავშირის მოთხოვნით ტარდებოდა, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში. და ყველაზე ძლიერი დარტყმა მებამბეობას მიადგა. 1990-იანი წლების ბოლოს საბერძნეთი წელიწადში 1,3 მილიონ ტონაზე მეტ ბამბას აწარმოებდა, ახლა კი მას ორჯერ ნაკლების - 782 ათასი ტონის მოყვანის ნებას აძლევენ. ევროკავშირში შესვლამდე საბერძნეთს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით საგარეო ვაჭრობის დადებითი ბალანსი ჰქონდა, მაგრამ სანუკვარი სტატუსის მოპოვების შემდეგ ბერძნებმა მიიღეს კვოტები, რომლებიც შემოღებული იქნა, რათა საქონლის ჭარბწარმოება არ ყოფილიყო - მათ უნდა ეწარმოებინათ გარკვეული რაოდენობის ხორცი, რძე, ღვინო, ფორთოხალი, ზეითუნის ზეთი, და არა - მეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში - ჯარიმა!

შედეგად სერიოზულად დაზარალდა ქვეყნის მეღვინეობის დარგი. ბერძნები ოდითგანვე ამაყობდნენ თავიანთი ბლანტი,მწკლარტე რეცინათი, მაგრამ რეცინა კვოტებში არ ჯდებოდა და ვენახების გაჩეხვაც დაიწყო. იგივე ბედი ეწია ზეთისხილის ხეებსაც. ყოველ გაჩეხილ ათ ჰექტარზე გლეხებს 720 ევრო გადაუხადეს, რაც მეურნეობის პროფილის შეცვლას უნდა მოხმარებოდა, მაგრამ პრაქტიკულად “შეიჭამა”. ფულის გაცემის დროს ითხოვდნენ ხელის მოწერას პირობაზე, რომ გლეხი სამუდამოდ უარს ამბობდა ყურძნის და ზეთისხილის მოყვანაზე.

საბერძნეთის კიდევ ერთი დარგი, რომელიც დაზარალდა - გემთმშენებლობა. ევროკავშირისთვის უფრო მომგებიანი აღმოჩნდა, ახალი გემები საბერძნეთში კი არა, გერმანიაში აეგო. საბერძნეთის ბევრი გემთსაშენი წარმოება დაიხურა, ხოლო ევროკავშირში შესვლის მომენტიდან ბერძენმა გემთმფლობელებმა თვითონ შეუკვეთეს საზღვარგარეთ 770 ხომალდი!