პუბლიკაციები
საქართველო ევროპაში მიდის: "ევროკავშირში შესვლა იწვევს წარმოებების დახურვას, საქონლის ამოხოცვას, ბაღ-ვენახების გაჩეხვას - ევროკავშირი თავის ახალ წევრებს გასაღების ბაზრებად აქცევს, ამცირებს რა იქ მრეწველობას და სოფლის მეურნეობას!"

an-10-pravo-1საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. ევროკავშირში შესვლა უკრაინაში ბევრს სამოთხეში შესვლად ესახება. ამავე დროს, დღევანდელი კრიზისი, რომელშიც სულ უფრო ღრმად ეფლობა ევროპის ეკონომიკა, ამას ეჭვის ქვეშ აყენებს. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა იმ ქვეყნების ბედი, რომლებიც შედარებით ცოტა ხნის წინ შევიდნენ ევროკავშირში. როგორც წესი, ყველგან მსგავსი სურათია - ევროკავშირის ძველი წევრები მეტად მკაცრ პირობებს ახვევდნენ თავს ახალბედებს. ეს პირობები სოფლის მეურნეობასა და მრეწველობაში წარმოების შეზღუდვას ეხებოდა.

თანაც ეს ხშირად ფარულად კეთდებოდა - მკაცრი სტანდარტების მეშვეობით.

"თუ გოჭს ევროკავშირის მიერ შემუშავებული რაციონით და განრიგით არ კვებავენ, ის წუნდებულია და მისი გაყიდვა შიდა ბაზარზეც კი შეუძლებელი ხდება.თუ პომიდვრის ან სიმინდის მარცვლის ფორმა, ფერი და ზომა სტანდარტებს არ შეესაბამება - პროდუქციას წუნი ედება და ნადგურდება", - ყვებიან უნგრელები.

გარდა ამისა, ევროკავშირის ნორმებით სახელმწიფოს უფლება არა აქვს, ხელი შეუწყოს ცალკეულ მწარმოებელს წარმოების რეორგანიზაციისა და მოდიფიცირების წამოწყებაში. სახელმწიფოს შეუძლია დაეხმაროს საწარმოებს მხოლოდ სამ შემთხვევაში: 1. - ბუნებისდაცვით პროგრამებში, 2. - ინოვაციურ პროგრამებში და 3. - წარმოების დასახურად. საბოლოოდ, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ევროკავშირში შესვლა წარმოებების დახურვას, საქონლის ამოხოცვას, ბაღ-ვენახების გაჩეხვას იწვევს.

არსებითად, ამ პირობით ახალი ქვეყნების მიღებისას, დასავლეთ ევროპის ქვეყნები მათ საკუთარი პროდუქციის და მომსახურების გასაღების ბაზრებად გადააქცევდნენ. სამაგიეროდ სთავაზობდნენ იაფ სამომხმარებლო კრედიტებს (დასავლეთის მსხვილი ბანკების მეშვეობით), ინვესტიციებს ზოგიერთი დარგისათვის, რომლებიც ევროკავშირის ხელმძღვანელობამ ამ ქვეყნებისათვის მისაღებად მიიჩნია (მაგალითად, ტურიზმი), ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში (რომლებსაც, ჩვეულებრივ, დასავლეთევროპული კომპანიები ითვისებდნენ) და სამუშაო ძალის შეუზღუდავ მიგრაციას, რათა უმუშევრად დარჩენილი პოლონელები, რუმინელები და ბულგარელები განვითარებულ ქვეყნებში სანტექნიკოსებად და მუშებად მოეწყონ და ხელფასის ნაწილი სამშობლოში გადარიცხონ.

ახლა ეს სისტემა სულ უფრო ხშირად ბორძიკობს. ევროკავშირს უკვე აღარ შეუძლია გასაღების ფართო ბაზრების რჩენა აღმოსავლეთსა და სამხრეთში., ამიტომაც ეს რეგიონი ღრმა კრიზისში ეფლობა. ამ ქვეყნებს უკვე აღარ ძალუძთ თავის რჩენა, დასავლეთიდან მომავალი ფულის ნაკადული კი სადაცაა დაშრება.