საზოგადოება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე ნაპოვნი ტურა ზოოპარკში გადაიყვანეს

turaდღის დაახლოებით 11 საათზე ვაჟა-ფშაველას გამზირზე №73-ში განთავსებულ მაღაზიაში ტურა შევიდა, რამაც მაღაზიის პერსონალი და მყიდველები შეაშინა. თუმცა გარეული ცხოველი აგრესიულობით არ გამოირჩეოდა.

როგორც საქინფორმს მაღაზიის თანამშრომლებმა განუცხადეს, დაახლოებით ერთი საათის წინ, ტურა ზოოპარკის სპეციალურმა ბრიგადამ თბილისის ზოოპარკში გადაიყვანა.

ზოოპარკის თანამშრომლების მტკიცებით, ტურა ზოოპარკიდან გამოქცეული არ არის და, შესაძლოა, ის ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან მოხვდა ვაჟა-ფშაველას გამზირზე.