პუბლიკაციები
საქართველო ევროპაში მიდის: „ევროკავშირში შესვლის შემდეგ ბალტიის ქვეყნებში კატასტროფულად გაიზარდა მიგრაცია და შემცირდა შობადობა - ლატვიაში მოსახლეობის რიცხოვნობა 1 მილიონით შემცირდა და 1940 წლის დონეს გაუტოლდა“

an-6-obsh-3საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი: ევროკავშირში შესვლის შედეგად ბალტიის ქვეყნებში მიგრაციული ტენდენციების გაძლიერების პროცესი მიმდინარეობს: ერის დაბერება, დაბალი შობადობა და მიგრაცია. მაგალითად, თუ შევადარებთ მოსახლეობის რიცხოვნობას ლიტვაში 1992-დან (3 მილიონ 706 ათასი) 2012 წლამდე (2 მილიონ 988 ათასი), შეიძლება ითქვას, რომ ის 19%-ზე მეტით, ანუ 718 ათასი კაცით შემცირდა. გასათვალისწინებელია, რომ ლიტვის მოსახლეობა სსრკ-ს შემადგენლობაში ყოფნისას 2,7 მილიონიდან (1940 წ.) 3,7 მილიონამდე (1991) გაიზარდა. თანამედროვე პირობებში შეიძლება ითქვას, რომ 2013 წელს ამ სახელმწიფოს მოსახლეობა 2,7 მილიონს შეადგენს და 1940 წლის მონაცემებს შეესაბამება!

ევროკავშირში ინტეგრაციის უარყოფით შედეგებად ბალტიის ქვეყნებისთვის შეიძლება ჩაითვალოს ემიგრაციის პროცესის გაძლიერება. მოსახლეობის ემიგრაციის პრობლემით სერიოზულად არის შეშფოთებული ესტონეთის ხელისუფლება. ემიგრირებულთა შორის ხომ უმეტესობა 20-30 წლის ახალგაზრდობაა. ევროპის შრომის ბაზარი, სადაც ხელფასების დონე უფრო მაღალია, ხელს უწყობს ბალტიის ქვეყნებიდან კვალიფიციური მუშახელის გადინებას. მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინებაც, რომ თუ ემიგრაცია ამავე ტემპით გაგრძელდება, 20-30 წლის შემდეგ იმდენი გადასახადის გადამხდელიც აღარ დარჩება, რომ სახელმწიფომ პენსიები გასცეს.

ყველაზე უფრო ოპტიმისტური მონაცემები მოწმობს, რომ ამ სახელმწიფოს მოსახლეობა ყოველწლიურად დაახლოებით 5-10 ათასი ადამიანით მცირდება. მთლიანობაში ლატვიის დანაკარგი ემიგრაციის გამო XXI საუკუნეში შეფასებულია, როგორც 140-დან 250 ათასი ადამიანამდე. მართალია, ლატვიის მოსახლეობის ბუნებრივი მატების პროცესი გრძელდება, მაგრამ ემიგრაციის გამო ის თავისივე საპირისპიროდ გადაიქცევა. ლატვიელი მკვლევარების მონაცემებით, მათგან, ვინც ქვეყნიდან ჯერ არ წასულა (18-დან 60 წლამდე), უახლოეს მომავალში ერთ მესამედზე მეტი აპირებს ამის გაკეთებას. ევროინტეგრაციის შედეგად ლატვიიდან გაემგზავრა ყოველი მეხუთე მცხოვრები, ხოლო ყოველი მესამე უმუშევარი დარჩა.