საზოგადოება
საქართველო ევროპაში მიდის: “ევროკავშირში შესვლის შემდეგ ბალტიის ქვეყნებში სოფლის მეურნეობა დაეცა, კვების პროდუქტები, ყოველდღიური მოთხოვნის საგნები და წამლები გაძვირდა”

an-5-obsh-2საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. ბალტიის ქვეყნების ევროკავშირში შესვლამ ნეგატიური გავლენა მოახდინა ამ სახელმწიფოების სასოფლო-სამეურნეო მწარმოებელებზე. ეკონომიკაზე უარყოფითი ზემოქმედების მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს “ევროკავშირის შაქრის რეფორმა”, რომელმაც ლატვიაში შაქრის წარმოების დარგის ლიკვიდაცია გამოიწვია.

გარდა ამისა, ბალტიის სახელმწიფოების სასოფლო-სამეურნეო წარმოებებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს ევროკავშირის ქვეყნებისათვის დოტაციების სიდიდეში სხვაობა, რაც უარყოფითად მოქმედებს ბალტიისპირელი აგრარიების კონკურენტუნარიანობაზე. მსხვილი მეურნეობების ზრდის დასაჩქარებლად და ევროპელი მიმწოდებლების საქონელზე ბალტიის ქვეყნების ორიენტაციის გადასატანად ევროკავშირმა წელიწადში 1.5 ათასი ევროს გადახდა შესთავაზა შემდეგი პირობით - უარი თქვან წვრილ მეურნეობებზე და ამით სტიმული მისცენ წვრილი სასოფლო-სამეურნეო მწარმოებლების “განადგურებას”, რომლებსაც, არსებითად, პირველი აუცილებლობის საგნების მაღაზიებში ყიდვა შესთავაზეს, სადაც თავიანთი პროდუქცია მსხვილ ფერმერულ მეურნეობებს შეაქვთ, ისიც, მეტწილად, არა ადგილობრივი წარმოების! მაგალითად, ლიტვის სოფლის მეუორნეობის სამინისტროს მონაცემებით, ამჟამად 1.5 ათას ევროს ქვეყნის სამხრეთის, აღმოსავლეთის და ჩრდილოეთის სოფლად მცხოვრებთა თითქმის ნახევარი იღებს.

ბალტიის ქვეყნებისთვის ევროინტეგრაციის ნეგატიურ შედეგებს შორის შეიძლება გამოიყოს კვების პროდუქტებზე, ყოველდღიური მოთხოვნის საგნებზე და წამლებზე ფასების ზრდა. გარდა ამისა, საგრძნობლად გაიზარდა ბევრი სახელმწიფო პროექტის შესრულების ღირებულება, რამაც ასახვა ჰპოვა იმაში, რომ რეგიონის სახელმწიფოებს მათი დასრულებისთვის ფინანსური დახმარების თხოვნა ევროკავშირისთვის მოუხდათ.