ლეიბორისტული პარტიის გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი „თავისუფალ ინსტიტუტში“ პრეზიდენტ სააკაშვილის გუშინდელ ვიზიტსა და მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის რისხვა ამჯერად სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტმა დაიმსახურა.
შატბერაშვილი კორექტულობისკენ მოუწოდებს პრეზიდენტს და შეახსენებს, რომ სწორედ ამ ინსტიტუტის რექტორი იყო მისი პაპა - გივი ალასანია.
„პირადად მე სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი დავამთავრე. ჩემი პრორექტორი გახლდათ სააკაშვილის ბაბუა - გივი ალასანია. ამიტომ, საკუთარი ოჯახის პატივისცემიდან გამომდინარე, მოვუწოდებ სააკაშვილს, უფრო კორექტული იყოს და დაუფიქრდეს, რა განცხადებებს აკეთებს ბაბუა გივისა და ბებია მზიას შესახებ“, - განაცხადა იოსებ შატბერაშვილმა საქინფორმთან საუბარში.
მისი შეფასებით, ლოგიკას მოკლებულია პრეზიდენტის განცხადება, თითქოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ათწლეულების განმავლობაში არაფერი კეთდებოდა და იგი ტყუილიად ფუნქციონირებდა. კახა ბენდუქიძის „თავისუფალი ინსტიტუტი“ კი თურმე ამ მიმართულებით შესანიშნავ კადრებს აღზრდის.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „თავისუფალი უნივერსიტეტის“ სტუდენტებს 8 ნოემბერს შეხვდა.