პუბლიკაციები
საქართველო ევროპაში მიდის: “დამოუკიდებლობის მოპოვების დ ევროკავშირში შესვლის შემდეგ ბალტიის ქვეყნებმა მთელი თავისი ეკონომიკური პოტენციალი დაკარგეს და განვითარების დონით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ბოლო ადგილებზე აღმოჩნდნენ”

an-3-pol-3-posleსაქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. ბალტიის ქვეყნების ევროკავშირთან მიერთებამ იქამდე მიგვიყვანა, რომ მათი ეკონომიკა, პრაქტიკულად, არ ვითარდება და საგრძნობლად არის დამოკიდებული კრედიტების სახით საერთაშორისო დონორული დახმარების მიღებაზე. ასეთი სიტუაცია იმას უკავშირდება, რომ ევროპას ბალტიის ძლიერი და ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფოები არ სჭირდებოდა, ამიტომ ამ ქვეყნებმა, მათი ხელმძღვანელების არაშორსმჭვრეტელობის და ევროკავშირის ამორფულობის  მიზეზით, ოდესღაც ძლიერი ეკონომიკური პოზიციები დაკარგეს და ტრანზიტზე და მომსახურების სფეროზე ორიენტირებული გახდნენ. ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ხელი არ შეუწყვია ბალტიისპირეთის ქვეყნების განვითარებისთვის, პირიქით, კიდევ უფრო დაამძიმა მათი ეკონომიკური მდგომარეობა, რაც საბოლოოდ ნეგატიურად აისახა სოციალურ სფეროზე.

ბალტიის სახელმწიფოებში ლიკვიდირებული იქნა ან პროფილი შეეცვალა წარმოებათა უმრავლესობას, მათ შორის - სამეცნიეროს. ასე მაგალითად, სსრკ-ის შემადგენლობიდან ლატვიის გამოსვლის შემდეგ ქვეყანაში ლიკვიდირებული იქნა მსხვილი საწარმოების უმეტესობა, როგორიცაა VEF, “ალფა”,RAF და სხვები. ამგვარი ნაბიჯის მიზეზად მათი არაკონკურენტუნარიანობა მიიჩნეოდა.

გარდა ამისა, ლატვიაში პრაქტიკულად მთლიანდ შეწყდა თევზჭერა და თევზის გადამუშავება, საგრძნობლად დაზარალდა საფეიქრო მრეწველობა, შაქრის წარმოება, ტყავის გადამუშავება და ფეხსაცმლის გამოშვება.

ამავე დროს, აქცენტი გაკეთდა ხის გადამამუშავებელ და მსუბუქ მრეწველობაზე, რომლის ბევრი საწარმო 1980-იან წლებში საბჭოთა ბიუჯეტის ხარჯზე ტექნოლოგიურად მოდერნიზებული იქნა. ტყის ჩეხა პრაქტიკულად არ კონტროლდებოდა, ხეტყის პროდუქციის დაახლოებით 90% ექსპორტზე გადიოდა.

ძალიან ძლიერი იყო პოლიტიკური ფაქტორი - რუსეთისაგან ყველანაირად გამიჯვნის სურვილი საკუთარი ეკონომიკური ინტერესების საზიანოდ, რამაც უცხოური კაპიტალის მოზიდვის გაუაზრებელ პოლიტიკამდე მიგვიყვანა და პრაქტიკულად მთელი ეკონომიკური სფერო (70-80%) უცხო ხელში გადასცა.