პუბლიკაციები
საქართველო ევროპაში მიდის: “ბალტიის ხალხები ჩუმად, მაგრამ განუხრელად ითქვიფებიან ევროკავშირის ქვეყნებში”

an-9-akt-3საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. ახალგაზრდობა ესტონეთიდან, ლატვიიდან და ლიტვიდან მასობრივად მიემგზავრება ევროკავშირის უფრო წარმატებულ ქვეყნებში. ამ პროცესის შეუქცევადობა ბალტიისპირეთის რესპუბლიკების ლიდერებმა აღიარეს.

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ გასული წლის მოსახლეობის აღწერის შედეგები გამოაქვეყნა: ინგლისსა და უელსში დამკვიდრებული აღმოსავლეთევროპელების რიცხოვნობით მეორე დიასპორა აღმოჩნდნენ ლიტვიდან ჩამოსულები, რომლებიც მხოლოდ პოლონელებს ჩამორჩნენ. იქ ისინი 100 ათასზე მეტი არიან. და აქ იგულისხმება მხოლოდ ისინი, ვინც ბინადრობის ნებართვა მიიღო. ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთ იმიგრანტულ კვარტალში ბევრი ლონდონური პაბი ბალტიისპირული კოლორიტის მქონე ლუდხანებად გადაკეთდა. ლიტვის პრესა განგაშის ზარს სცემს: ხალხი ქვეყნიდან მასობრივად მიდის. თუ 1980-იანი წლების ბოლოს იქ 3 მლნ 799 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, წელს ლიტვის მოსახლეობის რაოდენობა “ფსიქოლოგიურ” ზღვარს - 3 მილიონს ჩამოსცდა და 2 მლნ 979 ათასი ადამიანი შეადგინა.

ასეთივე ტენდენცია შეიმჩნევა მეზობელ ლატვიაშიც. სსრკ-ის დაშლის შემდეგ 20-ზე მეტი წლის განმავლობაში ქვეყანა 200 ათასმა ადამიანმა დატოვა. და ეს ხდება ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის რაოდენობა მხოლოდ ოდნავ აღემატება 2 მილიონს!.. 2012 წელს საზღვარგარეთ ლატვიის მოქალაქეობა მიიღო 3.3 ათასმა ბავშმა, რომლებიც ძირითადად ბრიტანეთსა და ირლანდიაში დაიბადნენ. მაგრამ არავის დაუთვლია, რამდენი ბავშვი გაატარეს მშობლებმა რეგისტრაციაში, როგორც სხვა სახელმწიფოს მოქალაქეები.

ესტონეთში დღეს, სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 1 მილიონ 286 ათასი ადამიანი ცხოვრობს, სსრკ-ის დაშლის წინ კი 1 მლნ 566 ათასი იყო. თუ ასე გაგრძელდება, მაშინ, მეცნიერთა გამოთვლით, XXI საუკუნის ბოლოს ესტონეთის სახელმწიფო, უბრალოდ, გაქრება. მიზეზი - ემიგრაციის მაღალი ტემპი და სიკვდილიანობის სერიოზული დონე, რაც ცხოვრების დონის დაქვეითების შედეგია.