პუბლიკაციები
საქართველო ევროკავშირში მიდის: “ევროკავშირში შესვლის შემდეგ ბალტიის ქვეყნებში მკვეთრად გაიზარდა უმუშევრობა, საბიუჯეტო დეფიციტი და სახელმწიფო ვალი”

an-8-akt-2საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. ბალტიის სახელმწიფოების ევროკავშირში ინტეგრაცია უარყოფითად აისახა მოსახლეობის დასაქმებაზე. ასე მაგალითად, ესტონეთში უმუშევრობა 4.7%-დან 14.6%-მდე გაიზარდა, ლიტვაში - 4.3%-დან 17.3%-მდე, ხოლო ლატვიაში - 6.0%-დან 17.1%-მდე. Eurostat-ის სტატისტიკის თანახმად, უმუშევრობის დონემ ლატვიაში შეადგინა 16.2%, ლიტვაში - 15.6%, ესტონეთში - 12.8%, ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის 9.5% პირობებში). 2011-2012-2013 წლებში უმუშევრობა ბალტიის ქვეყნებში სწრაფი ტემპით იზრდებოდა. მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინებაც, რომ რეგიონის ქვეყნების ნაციონალური სტატისტიკა არ ითვალისწინებს ასობით ათას ადამიანს, რომლებიც სამუშაოდ დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში და სკანდინავიის ქვეყნებში გაემგზავრნენ.

უმუშევრობის დონე მაღალი რჩება 24 წლამდე ახალგაზრდებშიც: ლიტვაში ის 33.2%-ს შეადგენს, ლატვიაში - 30.2%-ს, ესტონეთში - 21.8%-ს, მაშინ როდესაც საშუალოდ ევროკავშირში ის 21%-ია.

ბალტიის ქვეყნებში გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი და, შესაბამისად, სახელმწიფო ვალი. ასე, ლიტვამ სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი 8-ჯერ გაზარდა და ის შიდა მთლიანი პროდუქტის 12.1%-მდე მიიყვანა. ლიტვის სახელმწიფო ვალი ამავე პერიოდში 16.9-დან 29.5%-მდე გაიზარდა, და ეს იმ დროს, როდესაც ეკონომიკური ზრდის ტემპი ამ სახელმწიფოში 2012-2013 წლებში კიდევ უფრო შენელდა. ლატვიაში სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი 28-ჯერ გაიზარდა და შიდა მთლიანი პროდუქტის 10.2%-ს მიაფწია. ბიუჯეტის დეფიციტმა 7.7% შეადგინა. სახელმწიფო ვალი ამავე პერიოდში 9.0-დან 36.7%-მდე გაიზარდა. არსებობს იმისი საფრთხე, რომ 2014 წლისათვის ამ ქვეყნის სახელმწიფო ვალი 52%-მდე გაიზრდება.