ეს ინფორმაცია ახლახან საქინფორმს სანდო წყარომ აცნობა.
მართალია, ამას ხელისუფლებიდან არავინ ადასტურებს, მაგრამ უკვე საუბრობენ, რომ სასწრაფო დახმარების გამოძახება უფასო აღარ იქნება.
მას შემდეგ, რაც სასწრაფო დახმარების გამოძახება ფასიანი გახდება, ეს მოსახლეობის ისედაც მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო გაუსაძლისს გახდის.
მოსახლეობას ერთხელ უკვე დაუმძიმდა პირობები, როდესაც რეფერალურ პროგრამებთან დაკავშირებული კომისია ჯანდაცვის სამინისტროდან პრემიერ-მინისტრთან გადავიდა. ამის შემდეგ გადაუდებელ ოპერაციებთან დაკავშირებით მოსახლეობამ პრემიერ გილაურს უნდა მიმართოს და თითქმის მთელი მთავრობა უნდა შეიკრიბოს, ამა თუ იმ კონკრეტული ადამიანის ოპერაციის დაფინანსების საკითხი რომ გადაწყვიტოს.
როგორც ამბობენ, თითქმის ერთი თვის განმავლობაში ეს კომისია არ შეკრებილა და კონკრეტული ადამიანების ოპერაციის დაფინანსებაზე გადაწყვეტილება არ მიუღია.
გაძვირებული წამლების ფონზე, ერთადერთი სასწრაფო დახმარების გამოძახებაღა რჩებოდა მოსახლეობისთვის უფასო და ახალი წლიდან კი მოსახლეობას სასწრაფოს დახმარების გამოძახებაზეც ფასის გადახდა მოუწევს.