პუბლიკაციები
საქართველო ევროპაში მიდის: “ევროკავშირში შესვლის შემდეგ ბალტიის ქვეყნებში მკვეთრად შემცირდა სახელმწიფო ხარჯები ეკონომიკის აღდგენაზე, სოციალურ დაცვაზე და ხელფასებზე, მათ შორის - სახელმწიფო მოსამსახურეებისთვის”

an-7-akt-1საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შეზღუდვის აუცილებლობამ ბალტიის ქვეყნებში სახელმწიფო ხარჯების ხელოვნურად შემცირება გამოიწვია და ეკონომიკის აღდგენის პროგრამებისთვის თანხების გამოყოფის საშუალება არ მისცა. ამ ქვეყნების მთავრობებს სოციალურ საჭიროებებზე, ხელფასებზე (მათ შორის სახელმწიფო მოსამსახურეების, სამართალდამცველი ორგანოების, ჯანდაცვის და განათლების მუშაკებისთვის) ხარჯების შემცირების და საგადასახადო ტვირთის გაზრდის გზით წასვლა უწევთ.

ესტონეთში ხარჯები სოციალურ დაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 16.1%-ს შეადგენს. ამ მაჩვენებლით ესტონეთს ევროკავშირის 28 ქვეყანას შორის ბოლოს წინა ადგილი უკავია და მხოლოდ ლატვიას უსწრებს. ლატვიაში ეს მაჩვენებელი ევროკავშირისათვის ყველაზე დაბალია და 15.1%-ს შეადგენს. 20%-ზე ნაკლებს ხარჯავენ რუმინეთი - 16.3%, ლიტვა - 17%, ბულგარეთი - 17.7%, სლოვაკია - 18.2%,მალტა - 18.9% და პოლონეთი - 19.2%. 2011 წელს  მთლიანი შიდა პროდუქტის 30 %_ზე მეტი სოციალურ დახმარებაზე დაიხარჯა დანიაში - 34.3%, საფრანგეთში - 33.6%, ნიდერლანდებში - 32.3%, ბელგიაში - 30.4%, საბერძნეთში - 30.2%, და ფინეთში - 30.0%.

საგრძნობი შემცირებები განიცადა ბალტიის ქვეყნებში სახელმწიფო მოსამსახურეთა ხელფასებმა, ლიტვასა და ლატვიაში, 2009 წლიდან მოყოლებული, ისინი დაახლოებით 10%-ით შემცირდა, ხოლო ესტონეთში - 15%-ით. საბიუჯეტო სფეროს მუშაკები მთლიანობაში ყველაზე მეტად ლატვიაში დაზარალდნენ - გასული წლის განმავლობაში მათი შემოსავალი თითქმის 40%-ით შემცირდა.