უცხოეთი
საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უკრაინელ ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა. შეხვედრაზე მედიის 9 წარმომადგენელი ესწრებოდა.
იანუკოვიჩმა თავისი გამოსვლა იმით დაიწყო, რომ უკრაინაში არსებულ კრიზისზე გავლენა იქონია გაზის ფასმა და ექსპრემიერ ტიმოშენკოს კრედიტებმა საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან, ასევე, რუსეთთან საქონელბრუნვის შემცირებამ. „სამი მიზეზი, რომლებმაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ეკონომიკურ კრიზისზე - ესაა გაზის ფასი, რის შედეგადაც 20 მლრდ დოლარზე მეტი ვიზარალეთ, მეორე - ესაა 2008-2009 წლების კრედიტები, რომლებიც მაშინ მთავრობამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიიღო და მათი დაბრუნება 2012 წლიდან უნდა დაწყებულიყო. და მესამე მიზეზი - ესაა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, უწინარესად, რუსეთთან და დსთ-ის ზოგიერთ ქვეყანასთან საქონელბრუნვის შეცირება”, - განაცხადა იანუკოვიჩმა.