უცხოეთი
საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მნიშვნელოვნად მიიჩნევს რუსი საზოგადოების დაცვას ტრადიციული რუსული ღირებულებების წინააღმდეგ აგრესიისგან. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ლაპარაკი კრიტიკაზე არაა, ლაპარაკია ზოგიერთი სოციალური ჯგუფის საკმაოდ აგრესიული ქმედებებისგან თავის დაცვაზე, რომლებიც, ჩემი აზრით, უბრალოდ ისე კი არ ცხოვრობენ, როგორც სურთ, არამედ სხვა ადამიანებს, სხვა ქვეყნებში თავის თვალსაზრისს საკმაოდ აგრესიულად ახვევენ თავზე“, - აღნიშნა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა.
მისი თქმით, მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ტრადიციულ რუსულ ღირებულებებს, რადგან „მათ გარეშე საზოგადოება დეგრადაციას განიცდის“, - დარწმუნებულია პუტინი.