სამართალი
თეა წულუკიანი: „საქართველოში უვადო პატიმრობა არ უნდა იყოს“

tea-culukianiსაქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოში ნამდვილი უვადო პატიმრობა არ უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სასტუმრო “თბილისი მარიოტში” სამინისტროს წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, უვადო პატიმრობასთან დაკავშირებით მომავალი წლიდან საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება.

“საქართველოში არ უნდა იყოს ნამდვილი უვადო პატიმრობა, რადგანაც ამას კრძალავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.