საზოგადოება
„უცნობი“ მე-3 არხი

sazogad-mauwyeb„თავისუფალი-დემოკრატების“ წევრმა დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ზრდის მიზეზების ახსნა უშედეგოდ მოითხოვა.

ცაგარეიშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტზე ისაუბრა და დაინტერესდა, რა მიზნით ეზრდება საზოგადოებრივ მაუწყებელს დაფინასება 13.3 მილიონი ლარით.

მისი თქმით, გაუგებარია ასეთი თანხების გამოყოფა მაუწყებლის მე-3 არხისთვის მაშინ, როდესაც „მე-2 არხის“ უხარისხოდ მაუწყებლობის მიზეზად უფინანსობა სახელდება.

„რეგიონებში ადამიანები უყურებენ მხოლოდ იმ ტელევიზიებს, რომლებზეც ხელისუფლების ქება-დიდება მიდის და ვერაფერს იგებენ, რა უნდა ოპოზიციას“, - დასძინა ცაგარეიშვილმა.

დეპუტატმა დღესვე საზოგადოებრივი მაუწყებლის „მე-3 არხზეც“ დასვა კითხვა და დაინტერესდა, თუ რომელი არხი იგულისხმება ბიუჯეტის პროექტში, თუმცა გიორგი ცაგარეიშვილს უმრავლესობის წევრებიდან არავინ გამოხმაურებია.