სამართალი
ლევან დემეტრაშვილმა კანონით დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, სამეწარმეო საქმიანობის მიზნით, ბესიკ იორდანაშვილის მეშვეობით 2009 წელს შპს „ლებე“ დააარსა.
2013 წლის მარტში კასპის რაიონში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის შენობა-ნაგებობებისა და სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად საქართველოს მთავრობამ 800 000 ლარი გამოყო.
2013 წლის მარტი-მაისის პერიოდში კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ლევან დემეტრაშვილის ლობირებით ზემოაღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად შპს „ლებე“-ს ხელშეკრულებები გაუფორმა. ლევან დემეტრაშვილმა და ბესიკ იორდანაშვილმა დოკუმენტებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი დავით გელიაშვილი დაიყოლიეს და მის მიერ გაცემული ექსპერტიზის ყალბი დასკვნა კასპის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარადგინეს, რის შედეგადაც თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ 70 000 ლარს.