უცხოეთი
საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. უკრაინისათვის რუსეთის გაზზე ფასდაკლების შეთანხმება და უკრაინის ევროობლიგაციების შეძენა ნაციონალური კეთილდღეობის ფონდის სახსრებით არ წარმოადგენს ალტრუიზმს რუსეთის მხრიდან. რუსეთის საბაჟო კავშირში უკრაინის გაწევრება ამ კონტექსტში არ განიხილებოდა, - განუცხადა ჟურნალისტებს უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრმა იგორ პრასოლოვმა.
„გუშინდელ მოლაპარაკებაზე სიტყვა „საბაჟო კავშირი“ არც ერთხელ არ წარმოთქმულა. ეს საკითხი საერთოდ არ განიხილებოდა“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ მიღწეული შეთანხმებები არ უკავშირდება უკრაინის სვლას ევროკავშირისა და საბაჟო კავშირისაკენ. „ვფიქრობ, რუსულ მხარეს მშვენივრად ესმოდა, რომ უკრაინის ბაზარს კარგავს. ეს ბაზარი კი დიდი და საინტერესოა რუსეთისთვის. ვფიქრობ, აქ არავითარი ალტრუიზმი არაა. აქ წმინდა ეკონომიკურ გათვლასთან გვაქვს საქმე“, - აღნიშნა პრასოლოვმა.