უცხოეთი
უკრაინის კეთილდღეობის ფონდი

blagosostoyanieსაქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთი უკრაინის დასახმარებლად ყველა არსებულ რეზერვს გამოიყენებს: 15 მლრდ-იანი კრედიტი ნაციონალური კეთილდღეობის ფონდში გამოინახა, „გაზპრომი“ კი მზადაა, გაზის ფასი მესამედით შეაციროს.

რუსეთი უკრაინას მატერიალურად რაიმე ინტეგრაციული პირობების გარეშე დაეხმარება - ეს აშკარა გახდა ორი ქვეყნის პრეზიდენტების ვლადიმერ პუტინისა და ვიქტორ იანუკოვიჩის შეხვედრის შემდეგ.

უკრაინას ძალიან სჭირდებოდა დახმარება: მისი მთლიანი შიდა პროდუქტი მესამე კვარტალში 1.3%-ით შემცირდა, სახელმწიფო ვალის წილმა მშპ-სთან მიმართებაში 36.6 %-ს მიაღწია, სავალუტო რეზერვები სწრაფად იკლებდა და 1 დეკემბრისთვის 18.8 მლრდ-მდე შემცირდა, მაშინ როცა წლის დასაწყისისთვის 24.5 მლრდ დოლარს შეადგენდა.

„ქვეყანა დეფოლტს გადაურჩა!“ - უხაროდათ უკრაინის დელეგაციის წევრებს მას შემდეგ, რაც პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინა მიიღებს ყველაფერს, რაც სჭირდება: გაზზე ფასის შემცირებასაც და ფინანსურ დახმარებასაც.

გაზის ფასი უკრაინისთვის 1000 კუბ-მ-ზე 268.5 დოლარამდე შემცირდა ამჟამინდელი 406 დოლარიდან. შესაბამის დამატებას გაზის კონტრაქტზე „გაზპრომმა“ და „ნაფტოგაზმა“ გუშინ მოაწერეს ხელი.

გადაწყვეტილება დროებითია, - აღნიშნა პუტინმა. ფასი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. როგორც ვლადიმერ ვლადიმერის ძემ განაცხადა, შესაძლებელია შემდგომი ძვრებიც დადებითი კუთხით“, - განაცხადა „ნაფტოგაზის“ თავმჯდომარე ევგენი ბაკულინმა. უკრაინის ვიცე-პრეზიდენტმა იური ბოიკომ დააზუსტა, რომ ახალი ფასი 2014 წლის იანვრიდან ამოქმედდება.

როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსეთი უკრაინის ქაღალდებში ნაციონალური კეთილდღეობის ფონდიდან 15 მლრდ დოლარსაც ჩადებს. ევროობლიგაციების გამოშვება უკვე წლეულს დაიწყება.