საზოგადოება
„კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ თავმჯდომარედ ლევან რაზმაძე დაინიშნა

saagento-saz-3საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ თავმჯდომარედ 41 წლის  ლევან რაზმაძე დაინიშნა.

პროფესიით იურისტი ლევან რაზმაძე  ქალაქ ცხინვალშია დაბადებული. იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში, იყო  საქართველოს კანონთა წიგნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ რედაქციის დირექტორი, ეკავა ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა, ხელმძღვანელობდა სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“.