სამართალი
საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების განკარგულება გამოსცა

AbaSiZe-sam-3საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ლაშა აბაშიძის განცხადებით, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ,“ რომლის შესაბამისად შეწყალებულია სულ 75 პირი.

როგორც ლაშა აბაშიძემ განაცხადა, განკარგულება დღესვე გადაეგზავნება სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, რის შემდეგაც შეწყალებულები უახლოეს მომავალში დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა შეწყალებულებს, რომლებიც დღესასწაულებს  უკვე საკუთარ ოჯახებში შეხვდებიან.