სამართალი
გამოძიებამ დადგინა, რომ დაკავებული ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო ვაზნებს მეგობრის სარდაფში ინახავდა.
ექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნული სარდაფის ჩხრეკისას ამოღებულია "კალაშნიკოვის" სისტემის "ა-კა 74" მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც სროლისთვის ვარგისია, ასევე, 2 მჭიდი და "კალაშნიკოვის" სისტემის ავტომატებისთვის განკუთვნილი, ქარხნული წესით დამზადებული 19 საბრძოლო ვაზნა.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).