პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

moldovaსაქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს იგორ კორმანს შეხვდა.
გიორგი მარგველაშვილმა იგორ კორმანს დაბადების დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„საქართველო და მოლდოვა ვილნიუსში მიღებული გადაწყვეტილებების ფარგლებში ლიდერები არიან იმ პროცესისა,  რომელსაც  ევროპის გაფართოება ჰქვია. ეს ერთდროულად  ახალი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნებისთვის. პრინციპულად  მნიშვნელოვანია, რომ  საქართველოსა და მოლდოვას შორის მომავალ წელს  მჭიდრო ურთიერთობა იყოს. შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის დაგეგმილი თანამშრომლობა, რათა მომავალ წელს  საქართველოსა და მოლდოვსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნს მიღებული“, -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ იგორ კორმანმა აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტთან მან ევროპული დღის წესრიგი განიხილა. „ საქართველო და მოლდოვა  ერთად მიდიან ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე. ვილნიუსში მოვახდინეთ ასოცირების შეთანხმების  პარაფირება. ახლა ორივე ქვეყნის მიზანია ხელშეკრულების ხელმოწერა. ვიმედოვნებ, რომ საქართველო მოლდოვას გამოცდილებას გაიზიარებს ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მიმართულებით. ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის“, -განაცხადა იგორ კორმანმა.