პუბლიკაციები
თუ ამერიკელ ხალხს სჭირდება დემოკრატია, ის ქართველ ხალხსაც სჭირდება!” - საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან სააკაშვილის ფიტული დაწვეს

fitul-1საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. 2013 წლის 15 დეკემბერს “იბერიულ-კავკასიური მოძრაობის” გამგეობის თავმჯდომარემ ბესო მიქავამ თავის მხარდამჭერებთან ერთად, საქართველოში აშშ-ის საელჩოს შენობასთან თბილისში საპროტესტო აქცია გამართა. (იხ. ვიდეო)

აქციის მონაწილეებს პლაკატები ეკავათ და ჟურნალისტებთან რამდენიმე კომენტარი გააკეთეს, რომლებიც მათ მთავარ მოთხოვნას შეიცავდა: “ბოლო ხანებში საქართველოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ქართველი ხალხი მოუთმენლად ელოდება საერთაშორისო საზოგადოებისგან, აშშ-სა და ევროკავშირისგან, რომ უცხო ქვეყნის აგენტი, მკვლელი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ქართველი ხალხის წინაშე უამრავი დანაშაული ჩაიდინა, მსჯავრდადებული იქნეს! ჩვენ მოვითხოვთ აგრეთვე მისთვის ჩვენს ქვეყანაში დარჩენის უფლების ჩამორთმევას!”, რის შემდეგაც ბესო მიქავამ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფიტული დაწვა.

საელჩოს დაცვის პოლიციის თანამშრომლები ამ ქმედების და, აგრეთვე, აშშ-ის საელჩოს შენობის ფონზე ფოტოგადაღების აღკვეთას ცდილობდნენ, რამაც მიქავას რეაქცია გამოიწვია: “პროტესტს ვუცხადებ საელჩოს თანამშრომლებს! ისინი ჩვენ არა მარტო გადაღების, არამედ მიბრუნების უფლებასაც კი არ გვაძლევენ (საელჩოს შენობისკენ - საქინფორმი), რაც რუსეთის იმპერიაშიც კი არ გაუკეთებიათ და არცერთი საელჩო არ აკეთებს! თავად აშშ-ში თეთრ სახლთან ნებისმიერი აქციის ჩატარება შეიძლება! თუ აშშ დემოკრატიას თავის სახელმწიფოში ამყარებს, ეს დემოკრატია ჩვენც გვჭირდება! თუ ამერიკელ ხალხს სჭირდება დემოკრატია, ის ქართველ ხალხსაც სჭირდება!

რაც შეეხება დღევანდელ აქციას: საოკუპაციო ადმინისტრაციის (გულისხმობს აშშ-ის ადმინისტრაციას - საქინფორმი) წევრი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც თითქოსდა საპრეზიდენტო ვადა ამოეწურა, თავის პროვოკაციულ ქმედებებს განაგრძობს! ის უკრაინაში ქართველი ხალხის სახელით გამოდის და მხარს უჭერს არა უკრაინელ ხალხს, არამედ ერთ-ერთ ჯგუფს, რაც ქართველ ერს ზიანს აყენებს! თავისი პროვოკაციული ქმედებებით ის დღეს ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო ისევ ცუდ მდგომარეობაში ჩააყენოს. სააკაშვილი და შევარდნაძე უნდა დაისაჯონ!”, - განუცხადა ჟურნალისტებს ბესო მიქავამ.

“იქერიულ-კავკასიურმა მოძრაობამ” აგრეთვე მიიღო მიმართვა ევროკავშირისა და აშშ-სადმი (შედგენილია ინგლისურ ენაზე, ხელს აწერენ მოძრაობის გამგეობის თავმჯდომარე ბესო მიქავა და პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნანა კახიანი), რომელსაც საქინფორმი ქვემოთ აქვეყნებს:

იბერიულკავკასიური მოძრაობის მიმართვა ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ! 

ეროვნება არა აქვს ცხოველს - ზვიად გამსახურდია 

დღეს არავისთვის არ არის საიდუმლო, თუ რა როლო ითამაშა ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატების ხელისუფლებამ საქართველოში 1991 წლის 22 დეკემბერს დატრიალებული ტრაგედიაში–სახელმწიფო გადატრიალებაში, რომელთა მონაწილეობის უტყუარობა გამოიხატა საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ საბჭოთა იმპერიის მიერ გატარებული პოლიტიკაში.  როგორ დაუჭირა დასავლეთმა დუმილით და კერძოდ საერთაშორისო ორგანიზაციებმა და შშ–ს პრეზიდენტმა მამა ბუშმა, რომელიც დაუფარავად დაუპირისპირდა უკრაინიდან საქართველოს ეროვნულ გმირს და მაშინ უკვე ხელისუფლებაში მოსულ პრეზიდენტ  ზვიად გამსახურდიას.

ეს მაშინ მთელი მსოფლიოსათვის გაცხადდა, თუმცა ამ გადატრიალებასარავინ გამოხმაურებია და  საქართველოსთვის არც არავის დაუჭერია მხარი.ამიტომაც, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ზვიად გამსახურდია , უკვე დევნილობაში იჩქერიის რესპუბლიკაში, თავის ინტერვიუში მასმედიასთან ბრძანებდა, თუ რატომ ვერ დაიმსახურა მისმა ხელისუფლებამ დასავლეთის კეთილგანწყობა: ჩვენ მივესწრაფოდით დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებისკენ, არ დავემორჩილეთ დასავლურ სახელმწიფოთა დიქტატს. არ ვიქეცით მათი ინტერესების მსახურად, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ არ დაუშვით, რომ საქართველო დასავლეთის კოლონიად ქცეულიყო, ამიტომაც საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს – ,,ცრუ“ –სა და ევროამერიკული იმპერიალიზმის პირდაპირი აგენტი ედ. შევარდანაძე .

...დასავლეთი ებრძვის ყოველგვარ ეროვნულ მოძრაობას, მათი მიზანია გაანადგურონ ერის ცნება და შექმნან ერთიანი მსოფლიო კონგლომერატი სათავეში მსოფლიო ხელისუფლებით. . ახალი მსოფლიო წესრიგით, რომლის არსია განადგურება ყველა სახელმწიფოსი( ქრისტიანული იქნება ის,თუ მუსულმანური, ისინი რელიგიას არ ანიჭებენ მნიშვნელობას)“

ამ სიტყვებით საქართველოს პრეზიდენტმა, ბატონმა ზვიად გამსახურდიამ იწინასწარმეტყველა და მსოფლიო საზოგადოებას ჯერ კიდევ 1992 წელს გააცნო ის გეგმები, რომელიც ჩვენს წინაშეა  სერბეთი, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში განხორციელებული სპეცოპერაციები ჩატარებული დემოკრატიის სახელით,  ერაყი, სირია ეგვიპტე, და ა.შ.

დღეს, როდესაც დაგმობილია და დამხობილია საბჭოთა კავშირი, რაც ნამდვილად დასამხობიც იყო და დასაშლელი, ერთ რამეს უნდა გაესვას ხაზი, რომ საბჭოთა ე.წ. ეკუმენიზმის პერიოდში საქართველოს ეროვნული მოძრაობა, უცხო ქვეყნების ყოველგვარი დახმარების გარეშე არ შეჩერებულა, მან შეინარჩუნა თავისი მთავარი დევიზი: ,,ენა მამული სარწმუნოება.“ საქართველოს ეროვნული მოძრაობა მუდამ წინააღმდეგობას უწევდა გლობალიზაციას და ამით მაგალითს აძლევდა საბჭოთა კავშირში შემავალ რესპუბლიკებს. საქართველოს დისიდენტური მოძრაობა, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ხელმძღვანელობით  უმძლავრესი იყო მსოფლიოში და ამ ყველაფრის სულისჩამდგმელები სწორედ ესენი იყვნენ.

თუ ცოტა კიდევ უკან დავიხევთ, ისიც ყველასათვის არის ცნობილი , რომ ე.წ. ,,პერესტროიკა“ 1989 წლის 9 აპრილის ორგანიზატორების – ჯალათების გორბაჩოვ–შევარდნაძის მეთაურობით, რომელთაგან პირველი ნობელის პრემიით დაჯილდოვდა, გამიზნული იყო საბჭოთა იმპერიის – გლობალიზაციის  რეანიმაციისათვის, რომელსაც აქტიურად დაუჭირა მხარი მამა ბუშმა, როგორც ამას ბატონი ზვიადი ბრძანებს –ეს განხორციელდა აშშ–ს სახ. მდივნის ჯეიმს ბეიკერის უშუალო მონაწილეობით და მამა ბუშის ლოცვა–კურთხევით.აშშ–ს სახ. მდივანმა პირდაპირ მოუწოდა საქართველოს ბანდიტურ დაჯგუფებებს პუტჩისაკენ, ამერიკაში ჩინებულად იცოდნენ, რომ საქართველოში ოპოზიცია შედგებოდა კრიმინალური მაფიისა და ყოფილი პარტოკრატებისაგან.

სამხედრო გადატრიალების ერთადერთი მიზანი იყო საქართველოს  ეგრეთწოდებული  პერესტროიკის კვალში ჩაყენება.

რაც შეეხება საქართველოს ისტორიის შემდგომ პერიოდს, როდესაც საქართველოს ხელისუფლებაში 2003 წელს ,,მოვიდა“ მ. სააკაშვილი, ესეც არავისთვის სიახლეს არ წარმოადგენს, რადგან, როდესაც სახელმწიფო მართვის ყველა დონეზე გაკოტრდა ედ. შევარდნაძე, იგი თავისივე გამოზრდილი მოქკავშირელით მ.სააკაშვილით შეცვალეს. სწორედ დასავლეთმა საქართველოში თავისი მზაკვრული მიზნების აღსასრულებლად გაუხსნა გზა ანტიქართულ, ანტიადამიანურ, ტერორისტულ ნაცმოძრაობას: მ. სააკაშვილმა, რომელიც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მაილსისა და რუსეთის დესპანის ბორის ივანოვის უშუალო მონაწილეობით მოვიდა ხელისუფლებაში, მოსვლის პირველი დღიდან ქართველ ერს დაუფარავი ომი გამოუცხადა: ათი ათასობით უდანაშაულო ადამიანების ციხეში მოთავსებით და მათი გაუგონარი წამებით, გაუპატიურებით,2008 წლის პროვოკაციული ომით, რითაც საქართველოს ისედაც დაკარგულ ტერიტორიებს 20 % მიუმატა. განსაკუთრებული სისასტიკით ქართველი ეროვნების ადამიანების დევნით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის საქართველოს მოქალაქეობის უფლების მინიჭებით, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის სამსახურებიდან დათხოვნით, სხვა კონფენსიების მარლთმადიდებელი ეკლესიის ტოლფას რანგში აყვანით და საქართველოს სახელმწიფო რეელიგიის მარლთმადიდებლობის ე.წ. გაუქმებით. ე.წ. ფედერალიზაციის გეგმით, რომელიც ჯერ კიდევ 90–იან წლებში ე.შევარდნაძის გამოზრდილი ხიდაშელების, უსუფაშვილების, ჭიაბერაშვილების, ბერძენიშვილების, ჯგერენაიებისა და სხვათა მოღალატეთა ხელით აშშ–ის ირვინის შტატში ჩატარებული ე.წ. კონფერენციის მასალებით დასტურდება. (იხ.9 ტომიანი კრებული“ქართულ–აფხაზური კომფლიქტის ასპექტები“) რაც საბოლოო დაშლასა და განადგურებას უქადის ქვეყნის მთლიანობას, თუკი დღეს საერთოდ შეიძლება საუბარი საქართველოს მთლიანობაზე და რომელიც ოფიციალურად გახმოვანდა 2004 წლის დეკემბერში, როდესაც საქართველოს  ე.წ. პრეზიდენტმა მ. სააკაშვილმა დაავალა საქართველოს ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს უმოკლეს ვადაში წარედგინათ მისთვის საქართველოს ფედერალიზაციის პროექტი, რაც დღესაც, თითქოსდა სააკაშვილის დამხობის შემდეგ ასე ურცხვად არის წარმოდგენილი დღევანდელ ე.წ. პარლამენტში, რაც ერთხელ კიდევ ამტკიცებს იმას, რომ საქართველოში ე. შევარდნაძის ტერორისტული ხელისუფლებიდან დღემდე, არაფერი შეცვლილა და ხორციელდება ის, რაც რუსეთმა დასავლეთის ხელშეწყობით განახორციელა საქართველოში, რა თქმა უნდა თავისი პირადი ინტერესების დაცვით.

საქართველოს ძირძველი მოსახლეობის ქართული მიწებიდან ყველა მეთოდით აყრითა და უცხო მოქალაქეებისათვის საქართველოს მოქალაქეობის ანდა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებით . იმ დროს , როდესაც ტერორისტული რეჟიმისაგან დევნილი საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი 1800000 მილიონმდე  ადამიანი გადახვეწილია უცხოეთში.

დღეს ყველაზე საგანგაშო საქართველოს მოსახლეობისათვის ის არის, რომ მსოფლიო ორგანიზაციების ექსპერტებად წოდებული დესპანები ჩამოდიან საქართველოში და ზურგს უმაგრებენ ხელისუფლებაში მყოფ ნაციონალური მოძრაობის ე.წ. პარლამენტარებს და კვლავ მ.სააკაშვილის დამსახურებაზე გვესაუბრებიან და საქართველოს სახელმწიფოს შინაურ საქმეებში დაუფარავად ერევიან, რამეთუ მათთვის მთავარია ქვეყნის ხელისუფლებაში მათ მიერ დანიშნული მარიონეტი პრეზიდენტები და პარლამენტარები იყვნენ.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ჩვენს საუბარს კვლავ ზვიად გამსახურდიას მიერ 1990–წლის 26 მაისის გამოსვლით დავამთავრებთ.

ჩვენ ძმანო, ვდგავართ პირისპირ სატანასთან, გველვეშაპთან, ან ჩვენ დავამარცხებთ მას წმინა გიორგის ძალისხმევით, ან ის შთანთქავს ჩვენს ისტორიულ ბედიღბალს და გაგვთელავს ჩვენ ეს კოსმიური გველვეშაპი, ეს პლანეტარული მხეცი, ანტიქრისტე,რომელიც წარმოგვიდგება და გვეუბნება, აი ეროვნული მოძრაობა და ეროვნული მოძრაობის ნიღბით და საფარველით მოდის ანტიქრისტე,მოდის ბარაბა და მოდის შეჩვენება.“

მართლაც, ქართველი ერის ისტორიაში, პირველად, ეროვნული მოძრაობის სახით მოვიდა შეჩვენებული მ.სააკაშვილი,რომელსაც აშშ და ევროკავშირი დაუფარავად, დიდად უჭერდა მხარს და დღეს მის გასამართლებას საერთოდ არ აპირებს. იმ დროს როდესაც მსოფლიოს ბევრი სახემწიფო გადატრიალების ავტორები –პრეზიდენტები, მიუხედავად მათი მხცოვანი ასაკისა, დღესაც იხდიან სასჯელს ციხეებში. და ისიც არავის არ უნდა დაავიწწყდეს,  რომ მოსკოვში 1991 წელს ჩატარდა 38 ევროპული ქვეყნის კონფერენცია, სადაც ხელმოწერილ იქნა დოკუმენტი, რომელიც კანონიერი ხელისუფლბის ჩამოგდებას კატეგორიულად გმობდა.

მოვითხოვთ! გასამართლებული და  გაყვანილ იქნას მშვიდობიანად, ქართველთმოძულე ტერორისტი შევარდნაძე და მის მიერ გამსხვისებელი  ქართული მიწების  იურიდიულად გამფორმებელი,  მასთან ერთად ქვყანაში გენოციდის განმახორციებელი, თქვენს მიერ, აგრერიგად მოწონებული და ქართველი ერის მტერი მიშა სააკაშვილი. ვიდრე ჯერ კიდევ ქართველი ხალხის მოთმინების ფიალა არ აღვსებულა თუარა და პასუხისმგებლობა მოსალოდნელ გაუთვალისწინებელ მოვლენებზე   თქვენ  გეკისრებათ!

იბერიულკავკასიური მოძრაობის გამგეობის თავმჯდომარე:
ბესო(ბესარიონ)მიქავა
იბერიულკავკასიური მოძრაობის პრესსამსახური: ნანა კახიანი
თბილისი, 15 დეკემბერი, 2013წ.

fitul-2 fitul-3
fitul-4 fitul-5